თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი.
ზვიგენთა ცნობილი მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა და გააოგნა. მთავარი ეჭვმიტანილი კი ოსკარია, რომელიც დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა.
ტომ სოიერის, ბეკი ტეჩერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები მარკ ტვეინის უცხო პლანეტაზე. ტვეინმა უნდა იპოვნოს და გაანადგუროს ჰელის კომეტა, იმისათვის რომ ბედისწერა შეასრულოს. ახლა ტომმა, ბეკიმ და ჰეკმა უნდა გადააფიქრებინონ მას ეს გადაწყვეტილება.
გამყინვარების პერიოდია, ამიტომაც ცხოველებს უწევთ გადაინაცვლონ ისეთ ადგილზე სადაც საკუთარ სიცოცხლეს გადაარჩენენ. მათ გზად ბევრი საფრთხე შეხვდებათ.
ვიკინგთა მეთაურის ვაჟმა უნდა დაამტკიცოს რომ ძალიან მამაცია და ამისთვის უნდა მოკლას დრაკონი, მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად გამოდის.
ვირთხა, რომელსაც რატატუი ჰქვია, არის ძალიან მოტივირებული და მონდომებული რომ გახდეს ცნობილი მზარეული. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ძალიან ბევრი რამ სჭირდება.
შრეკი გადაწყვეტს რომ შობას ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყოს თავის მეუღლეს და შვილებს, ეს ყველაფერი კი არცისე მარტივი აღმოჩნდება.
ეს არის ადგილი სადაც პინგვინები ცხოვრობენ და ისინი სულ მღერიან. ერთ დღესაც იბადება პინგვინი, რომელმაც სიმღერა არ იცის, მაგრამ იცის საოცარი ცეკვა.
მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს. რაპუნცელი კოშკშია ჩაკეტილი.
კალიები ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან ჭიანჭველების რასას, სწორედ ამიტომაც ჭიანჭველები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი თავების გადასარჩენად.
პატარა თაგუნია ობოლთა თავშესაფარში იზრდებოდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება როდესაც მას ადამიანების ოჯახი იშვილებს და ისე მოქცევიან როგორც სრულფასოვან წევრს.
ოტისს სიმღერა, ცეკვა და ადამიანების შაყირი მოსწონს. უფროსებისგან განსხვავებით ის არ ზრუნავს იმის შესახებ, რომ არავინ გაიგოს ცხოველების
ანიმაციური ფილმი გვიყვება ამბავს დაკარგულ რუს პრინცესა ანასტასიაზე და მის საოცარ თავგადასავლებზე. როდესაც ცვლილებების ჩრდილი რუსეთს უახლოვდება, პაწაწინა ანასტასია სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულია დაიმალოს.
გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.
”შორეული, შორეული” სახელმწიფოს მეფე გარდაიცვალა და ახლა შრეკი და ფიონა უნდა გახდნენ მეფე და დედოფალი. მიუხედავად ამისა, შრეკს სურს დაბრუნდეს თავის მყუდრო ჭაობში და იქ გააგრძელოს წყნარი ცხოვრება.
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელმაც საუბრის შესაძლობლობა დაკარგა. ბავშვობაში მის გამო ოჯახი დაინგრა, ამის შემდეგ გაჩნდა სული, კვერცხის ფორმის, რომელმაც მას საუბრის უნარი დააკარგვინა, რათა მის გამო კვლავ უბედურება არ მომხდარიყო.
წყალქვეშა ქალაქის „ბიკინი ბოტომის“ მოსახლეობა სხვადასხვა ზღვის ბინადარისგან შედგება. მათ შორის სპანჯბობის საუკეთესო მეგობარი, ზღვის ვარსკვლავი სახელად პიტერი, მუდამ გაღიზიანებული კალმარი სკვიდვარდი და ციყვი სახელად სენდი არიან.
შრეკი გადაიღალა ოჯახური ცხოვრებით და გარიგება დადო ბოროტ რუმპელსტილსკინთან, ისე, რომ შედეგებზე არ დაფიქრებულა.
ედგარ ალან პოს 5 მოთხრობის ადაპტაცია.
მაიკს და სალის ურიერთობა მონსტრენის უნივერსიტეტში ყოფნისას, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ საუკეთესო მეგობრები.
ავაზაკთა კავშირს, ზღაპრული სამყაროს დაპყრობის იმედი აქვს. მაგრამ როდესაც ელა ხვდება, რომ დედინაცვალს მისი ზღაპარული ცხოვრების დასრულება განუზრახავს, იგი ვითარებას დრამატულად შემოატრიალებს და წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერად იქცევა.
მას შემდეგ რაც, ჯონ სმიტის სიკვდილის შესახებ ამერიკაში იგებენ, პოკაჰონტასი თავის მეგობართან მიკოსთან ერთად მიემართება ლონდონში, რათა ჩამოაგდოს მშვიდობა ორ ერს შორის.
გაწვრთნილი ცხოველებისგან შემდგარი საიდუმლო აგენტების ჯგუფი, მათ შორის ზღვის გოჭები: დარვინი, ხუარესი, ბლასტერი, თხუნელა სპექლსი და ბუზი სახელად მუჩი - ამერიკის მთავრობის მისიას ასრულებენ ბოროტი ძალის, ლეონარდ საბერის დასამარცხებლად, რომელსაც საყოფაცხოვრებო ტექნიკით მსოფლიოს განადგურება სურს.
ისტორია, რომელიც მოგვითხრობს მოუსვენარი ბიჭის იანკის და მისი სასაცილო მეგობრების, გონებამახვილ ხუმარა-ბურთის და თავხედი პრიმადონას-ბიტასა დოროგუშას მხიარულ თავგადასავლებზე.
მაიზერ ებენეზერ სკრუჯს შობის წინა ღამეს სულები გააღვიძებენ და დაანახებენ მის უაზრო ცხოვრებას, აჩვენებენ რა შესაძლებლობები გაუშვა ახალგაზრდობაში, მის ეხლანდელ უხეშ მოქცევას, და იმას, რაც ელოდება თუ სკრუჯი ამ ყველაფერს არ შეცვლის.
როდესაც ჰალკი დედამიწისთვის ძალიან საშიში ხდება, მას კოსმოსში აგზავნიან ისეთ პლანეტაზე, სადაც სიმშვიდეში იცხოვრებს.ჰალკი ცდილობს გაქცევას, იგი მოხვდება საჰარაში, სადაც მონად გაჰყიდიან და წვრთნიან გლადიატორად.
თვითფრინავების ისტორია, საჰაერო რბოლები და ბევრი სასაცილო სიტუაცია.
როდესაც რანგოს ოჯახიდან შორს წაიღებს ქარი, ის აღმოჩნდება უდაბნოს ქალაქში, ქამელეონ რანგოს ძალიან უნდა გახდეს გმირი.