ედი და ვენომი გაქცევაში არიან, ისინი ისევ ვერეგუებიან ერთმანეთს მაგრამ ცდილობენ მაინც მიიღონ საერთო გადაწყვეტილებები და ერთმანეთი შეავსონ.
ჰაროლდს ჯადოსნური ფანქრით შეუძლია ყველაფერი გააცოცხლოს თავისი წიგნიდან, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მას ბევრი სირთულე ელოდება.
ვიდეო თამაშზე დაფუძნებული ფილმი, რომელშიც სუპერძალის მქონე გუნდი ცდილობს გადაარჩინოს გოგონა, რომელსაც წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღები აქვს.
მას შემდეგ, რაც მოანა იღებს მოულოდნელ შთაგონებას წინაპრებისგან, ის მიემგზავრება ოკეანიის შორეულ ზღვებში და სახიფათო, დიდი ხნის წინ დაკარგული წყლებში თავგადასავლებისთვის, რომელიც არ ჰგავს იმას, რაც კი ოდესმე შეხვედრია.
ახალგაზრდა გოგონა, სახელად აშა, ვარსკვლავებს სურვილს ჩაუტქვამს, მაგრამ იმაზე უფრო პირდაპირ პასუხს იღებს, ვიდრე მოილაპარაკა, როცა ციდან უბედურების მომტანი ვარსკვლავი ჩამოდის მასთან შესაერთებლად.
ახალგაზრდა ვარსკვლავი, მსოფლიო ტურს იწყება ამ მოგზაურობის განმავლობაში კი, ამოუხსნელი და საშინელი მოვლენები ხდება მის გარშემო.
საშინელი და სისხლისმსმელი კლოუნი კლავს თავის მსხვერპლს სხვადასხვა დახვეწილი გზით - ამჯერად არტი აპირებს მეხი დასცეს მაილსის ოლქის მაცხოვრებლებს, სანამ მათ მშვიდად სძინავთ შობის ღამეს.
არტურ ფლეკი ელოდება სასამართლო პროცესს მისი ჯოკერის დანაშაულისთვის. თავის ორმაგ იდენტობასთან ბრძოლისას,ის პოულობს თავის ნამდვილ სიყვარულს.
ფილმში მოვლენები ვითარდება ვერტიკალურ და თვითმართვად ანტიუტოპიურ ციხეში, სადაც პატიმრებს შემთხვევით ანაწილებენ სართულებზე, ხოლო საჭმელი მიეწოდებათ დაღმავალი პლატფორმის მეშვეობით.
ცოფის მსგავსი უცნაური დაავადება იწყებს უკონტროლოდ გავრცელებას მთელს პლანეტაზე, რაც ადამიანებს უკიდურესად აგრესიულ არსებებად აქცევს.
სასიკვდილო მიწისძვრა კორეის დედაქალაქს უკანონობის ტერიტორიად აქცევს, სადაც უბრალო გადარჩენა ფუფუნებად გადაიქცევა, ერთგულება არ არის მუდმივი, ხოლო ადამიანის ნებისყოფა გამოიცდება ბუნების უმძიმეს პირობებში.
ოდესმე გიოცნებიათ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიაზე? ყველანაირად მხოლოდ უკეთესი გახდები. თქვენ უნდა სცადოთ ეს ახალი პროდუქტი, რომელსაც
მკვლელი მოულოდნელად იგებს რომ რამდენიმე თვეში მოკვდება, ამ დარჩენილი სიცოცხლის საინტერესოდ გატარებისთვის კი ის საკუთარი თავისთვის მკვლელებს დაიქირავებს.
1972 წელს ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაიქირავეს, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. 1972 წლის 12 ოქტომბერს ურუგვაელები ჩილეში უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს პილოტმა გზა განაგრძო. ამჯერად მან კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით გადაწყვიტა, რაც საშუალებას მისცემდა, დაბალ სიმაღლეზე ეფრინა. თვითმფრინავში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდები მხიარულობდნენ და შეჯიბრებისთვის ემზადებოდნენ. მოულოდნელად ამინდი გაუარესდა, რამაც ხილვადობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. პილოტს დიდი პრობლემა შეექმნა – მას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი 5 ათასი მეტრის სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა. როცა შეცდომა შეამჩნიეს, უკვე დაგვიანებული იყო… შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავი თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა. 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მტრულ და მიუწვდომელ გარემოში ჩარჩენილი გმირები იძულებუნლი ხდებიან მიმართონ უკიდურეს ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
ფილმში მოვლენები ვითარდება 8 წლის გოგონას იდუმალი გაუჩინარების გარშემო, ხოლო კადოს ტბაზე წარსული სიკვდილისა და გაუჩინარების სერია იწყებს ერთმანეთში გადახლართას...
ახალგაზრდა პრინცესა ფიქრობდა, რომ ქორწინდებოდა პრინცზე, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება შოკირებული, როდესაც გაიგებს, რომ ის დრაკონს შესწირეს.
ახალგაზრდა წყვილი მაიასა და მისი დიდი ხნის ბოიფრენდი მოგზაურობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიწყოს ახალი ცხოვრება წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში. გზაში მათი მანქანა ფუჭდება და ახლა იძულებულნი არიან ღამე გაატარონ ორეგონში მდებარე
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გმირების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შორეულ კოსმოში ყოფნის დროს, სამყაროში ყველაზე საშიში სიცოცხლის ფორმას გადააწყდებიან.
ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, დიცის ოჯახის სამი თაობა ბრუნდება სახლში, ვინტერ რივერში. ლიდიას ცხოვრება კი თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც მისი თინეიჯერი ქალიშვილი, ასტრიდი, შემთხვევით ხსნის პორტალს.
ნარკოტიკების გაყიდვის აპის გამოძიებისას, დეტექტივი მა სეოკ-დუ და მისი გუნდი მოულოდნელად აღმოაჩენენ კავშირს ფილიპინებში მოკლულ აპის ძებნილ დეველოპერსა და მსხვილ არალეგალურ ონლაინ აზარტულ ორგანიზაციას შორის.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ეძებს თავის გაუცხოებულ მამას, რათა დაეხმაროს მას ოცნების მიღწევაში, გახდეს პროფესიონალი მოტოციკლეტის მრბოლელი. მისი პროვინციელი შეყვარებული გოგონას და მოტოციკლების მაღაზიის მფლობელის დახმარებით.
პენსიაზე გასული ტორნადოს მაძიებელი და მეტეოროლოგი დაარწმუნეს დაბრუნებულიყვნენ ოკლაჰომაში, სადაც მათ ახალ გუნდთან და ახალ ტექნოლოგიებთან მოუწევთ მუშაობა.
ყოფილი სპეცრაზმელს და კერძო დაცვის სპეციალისტს ერაყში მდებარე ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის თანამშრომლების გადარჩენა მოუწევთ, როდესაც ისინი ტერორისტების თავდასხმის ობიექტები გახდებიან. მალე მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ტერორისტები სინამდვილეში მძარცველები არიან, რომლებიც შავი ოქროს მოპარვას აპირებენ.
მოქმედება უახელოეს მომავალში, აშშ-ში ხდება, სადაც სამოქალაქო ომია და ჟურნალისტები ქვეყნისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში თავისი საქმიანობით ერთვებიან.
ამბავი პატარა ჩინელ გოგონაზე, რომელმაც უნდა იპოვოს ბოლო დრაკონის კვერცხი, რომელსაც დიდი ძალა აქვს.
გრუს ოჯახში მატებაა, მას ვაჟი შეეძინა, რომელიც მამასავით მოუსვენარია და დედა უფრო უყვარს. გრუს მალევე გამოუჩნდება ახალი მეტოქე, რომელიც მას ბევრ პრობლემას შეუქმნის.
სესილია რელიგიური ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სთავაზობენ ახალ თანამდებობას ცნობილ იტალიურ ქალთა მონასტერში. მას თავდაპირველად თბილად ხვდებიან იტალიურ თვალწარმტაცი სოფელში. თუმცა, ყველაფერი მალე ირღვევა, როდესაც სესილიასთვის ცხადი ხდება, რომ მისი ახალი სახლი, რომელიც იდეალურად გამოიყურება, სავსეა მრავალი ბნელი და საშინელი საიდუმლოებით...
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი ახლა შორი მანძილიდან ურთიერთობს. თუმცა, ზაფხულში ისინი საბოლოოდ იკრიბებიან მეგობრებთან ერთად კოსტა-ბრავას ველური პეიზაჟების ფონზე. მაგრამ რეკუელი და არესი იწყებენ ძალიან რთული კითხვის დასმას, შეძლებს თუ არა მათი სასიყვარულო ურთიერთობა დროის გამოცდას გაუძლოს...