როდესაც კაპერი და მისი საუკეთესო მეგობარი სეპელი აღმოაჩენენ, რომ მათ ბებიას საყვარელი ყავის საფქვავი მოპარეს, გმირები მაშინვე მიხვდებიან, ვინ არის დამნაშავე: მძარცველი ჰოტცენპლოტცი. მეგობრები თაღლითის მოსაძებნად მიდიან, რა დროსაც ხვდებიან ბოროტ ჯადოქარს.
ამჯერად გამოწვევების წინაშე სუპერგმირების ცხოველები დგანან, ისინი როგორც თავიაანთი პატრონები, სუპერ ძალებს ფლობენ და მზად არიან ბოროტებას ებრძოლონ.
დეტექტივი მა სეოკ-დუ, კაპიტან ჩონ ილ-მანთან და მის გუნდთან ერთად, გაქცეული ეჭვმიტანილის ექსტრადაციის მიზნით მიემგზავრება ვიეტნამში, მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე აღმოაჩენს მკვლელობის დამატებით შემთხვევებს და სასტიკი მკლელის კან ჰე-სანის შესახებ შეიტყობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩადის დანაშაულს ტურისტების წინააღმდეგ. ახლა კანის დასაჭერად, დეტექტივმა მამ და მისმა გუნდმა ძალ-ღონეს არ უნდა დაიშურონ.
ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმი ავატარი ბრუნდება, ახალი მეორე სერიით...
ეს არია ისტორია ქუჩაში მცხოვრები კატის, მორისის შესახებ. მორისი გამოცდილი თაღლითია და ცდილობს მაქსიმალურად მარტივად გამოიმუშაოს თანხა.
ტახტიდან ჩამოგდებული დედოფალი კერძო სკოლაში საიდუმლო შეთანხმებას აფორმებს ახალ მორიდებულ მოსწავლესთან, რათა მათ ერთმანეთის მტრებზე შური იძიონ...
მოვლენები კლასიკური მუსიკის ინტერნაციონალურ სამყაროში ვითარდება და ცნობილი კომპოზიტორის და პიანისტის ლიდია ტარის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ბერლინის ორკესტრის პირველი ქალი დირიჟორი გახდება.
ორი თითქოს საუკეთესო მეგობრის შორის გაუგებრობა მოხდება და მათ შორის დაძაბულობა იფეთქებს, ეს კი მათ მეგობრობას თავდაყირა დააყენებს.
ორი მძარცველის გეგმა თავდაყირა დგება, სწორედ ამიტომ ისინი იძულებულები ხდებიან სასწრაფო მოიპარონ და გაიქცნენ.
სამუელ დ. ჰანტერის ამავე სახელწოდების პიესაზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური დრამა, 550 ფუნტიანი ინგლისელი პროფესორი ჩარლის შესახებ, რომელიც თავის 17 წლის ქალიშვილ ელისთან გაერთიანებას ცდილობს. სანაცვლოდ, ის მას სკოლის თავისუფალი თემის დაწერას სთავაზობს.
ეს ბიგრაფიული დრამა, როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის ელვის პრესლის ცხოვრების, შემოქმედებისა და ღატაკი მომღერლიდან მსოფლიო ვარსკვლავად ქცევის შესახებ მოგვითხრობს.
მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, არიზონაში გაზრდილი ახალგაზრდა სემი ფაბელმანი ისწრაფვის გახდეს კინორეჟისორი, როგორც კი მოზარდობის ასაკს მიაღწევს, მაგრამ მალევე აღმოაჩენს დამანგრეველ ოჯახურ საიდუმლოს და იკვლევს.
ვუ-სიკ ჩოი („პარაზიტი“-დან) თამაშობს ერთ-ერთს ორი პოლიციელიდან, რომლებიც ერთ გუნდად ცდილობენ გამოიძიონ საქმე, რომელიც მთელ პოლიციის ძალებს თავდაყირა აყენებს.
ორი სრულიად განსხვავებული ახალგაზრდა, მათი განსხვავებულობის მიუხედავად გადაწყვეტენ დაქორწინდნენ, გოგონა მომღერალი და მწერალია, ბიჭი კი საზღვაო ქვეითი.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
მეფის სიკვდილის შემდეგ, ვაკანდას მაცხოვრებლები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი მიწისთვის და დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა.
ახალგაზრდა ერთგული მამა მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
მოვლენები 1830 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ვითარდება, რომლის მკაცრ რეჟიმს და დისციპლინას საშინელი ამბები ანადგურებს, როდესაც იპოვიან იუნკერის ცხედარს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო საპარადო მოედანზე, ხოლო ღამით ვიღაც მიცვალებულს გულს ამოაჭრის.
დაქირავებულთა ჯგუფი, ზუსტად საშობაოდ თავს დაესხმება მდიდარი ოჯახის, თოვლის ბაბუა კი იძულებული გახდება რადაც არ უნდა დაუჯდეს, შობა და ოჯახი გადაარჩინოს.
მკვლევართა ოჯახი მიემგზავრება ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, მაგრამ ეს მათთვის შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ცნობილი სამხრეთელი დეტექტივი ბენუა ბლანი მიემგზავრება საბერძნეთში თავისი ბოლო საქმისთვის.
ისტორიული ფილმი, რომელსაც საფუძვლად უდევს ნამდვილი მოვლენები. ეს მოხდა აფრიკის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოში მე-18 და მე-19 საუკუნეებში.
ჯეპეტო, ერთი ძალიან ღარიბი იტალიელი დურგალია, რომელიც ერთ დღეს ხის თოჯინას დაამზადებს, რომელსაც ყველას გასაოცრად საუბარი და დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.
მას ღმერთებისგან დიდი ძალა ერგო, რომელსაც ის მხოლოდ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად გამოიყენებს.
ახლა უკვე ზრდასრული რალფ პარკერი კლივლენდ-სტრიტზე მდებარე თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, რათა მის შვილებს აჩუქოს ჯადოსნური შობა, როგორიც მას ბავშვობაში ჰქონდა.
ელმერი ეძებს დატყვევებულ დრაკონს ველურ კუნძულზე, თუმცა აღმოაჩენს ბევრად მეტს, ვიდრე მას მანამდე შეეძლო წარმოედგინა.
ფილმი საკულტო ავტო-მეწარმის, ფერუჩიო ლამბორჯინის ცხოვრების შესახებ, რომელიც მთელ ერს (იტალიას) დაეხმარა მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ დაკარგული სუნთქვის აღდგენაში.