ეს არის ილინოისის
გოგონას სრულიად შემთხვევითი შეხვედრა მამაკაცთან, რომელიც ახალგაზრდობაშივე მიივიწყეს. ფრედს მის წარსულში ამოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მკვლელი, რომელიც ყველას მკვდარი ეგონა, მოულოდნელად თავისი ცნობილი ხაფანგებით ბრუნდება და დეტექტივს ახალ თავსატეხს უჩენს.
დრაკის არაჩვეულებრივად გოლიათი ლეკვი სახელად ტინკლზი, დიდი ენერგიის პატრონია და ბურთის თამაში ძალიან უნდა. თუმცა სამწუხაროდ, დრაკი ძალიან დაკავებულია თავისი საქმეებით სასტუმროში.
ქალი, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, დაიქირევებს ერთ ახალგაზრდა გულუბრყვილო ქალს, თავის ტყუპი შვილების მოსავლელად.
1990-იანი წლების საკულტო ამერიკული სატელევიზიო სერიალის
ქალი მოულოდნელად იღვიძებს კრიოგენულ კუბოში და წარმოდგენა არ აქვს როგორ მოხვდა იქ. მან უნდა იპოვოს ისეთი გამოსავალი რომ და თავი დააღწიოს ტყვეობას, სანამ ჟანგბადი ჯერ კიდევ საკმარისია.
ნიუ-იორკში მარტო მცხოვრები ქალი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს და ახალი მეზობლების თვალთვალს იწყებს. მხოლოდ იმისთვის, რომ ძალადობრივ ქმედებაში გამოიჭიროს ისინი.
ქეით მიტჩელს როგორც იქნა თავისი ოცნების კინოსკოლაში მიიღებენ, მამა კი ქალიშვილის სკოლაში წაყვანას თავად გადაწყვეტს. მათ საგზაო მოგზაურობას ოჯახის დანარჩენი წევრებიც უერთდებიან და მოგზაურობა სახალისო გამოდის.
მხატვარი, თავის ოჯახთან ერთად  ჰუძონის ხეობაში მდებარე სოფელში გადადის საცხოვრებლად. ის ახალ ცხოვრებას დაიწყებს, თუმცა მას მძიმე ეჭვები შეიპყრობს - მის ქორწინებას საშინელი ბნელი მხარეც აქვს, რაც მათი ახალი სახლის ისტორიას უკავშირდება.
ეს მოვლენები სამართლიანობის ლიგის ჩამოყალიბებამდე ვითარდება. ბარი ალენი უეცრად აღმოაჩენს, რომ მას უფრო სწრაფად სირბილი შეუძლია, ვიდრე მას წარმოიდგენდა, რაც სიჩქარის ძალასთან მის პირველ შეხვედრას გამოიწვევს.
ამერიკელ ჯარისკაცს, რომელსაც ცოლ-შვილი ერთ-ერთმა რუსულმა დანაყოფის წევრებმა დაუხოცა. წლები შემდეგ, ის ელიტარულ რაზმში ჩაირიცხა. ამასობაში კი ამერიკასა და რუსეთს შორის სიტუაცია დაიძაბა. მან უნდა გადაწყვიტოს პირადი შურისძიებისათვის იბრძვის თუ სამშობლოს დასაცავად.
ეს არის ამბავი ვუნდერკინდი გიულსერენის შესახებ, რომელიც მარტოსულია და არეულობის ფონზე ეს ყველაფრი მის ცხოვრებას უფრო რთულს ხდის.
სამკაციანი ეკიპაჟი მარსისკენ მიემართება. აფრენიდან ძალიან მალე, ბორტზე მოულოდნელად უბილეთო მგზავრს აღმოაჩენენ, მაგრამ ხომალდის შეზღუდული რესურსების გამო, მისიის შეჩერება და დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ხდება.
იუმორით გაჯერებულ ისტორია ბარლამჰალვაის შესახებ, რომელშიც იქცა სოფლელი გლეხიდან წარმატებულ ბიზნესმენად თანამედროვე ინდოეთში.
სათვაგადასავლო კომედია, ბრუკლინში მცხოვრები ახალგაზრდა და-ძმის პილის და იოანეს შესახებ, რომელთა საზაფხულო არდადაგები ჰავაიში შთამბეჭდავ ელფერს მიიღებს, როდესაც დღიური, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგულ საგანძურზე მიუთითებს, მათ მომხიბლავი თავგადასავლებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა გმირებს თავიანთ ჰავაიურ მემკვიდრეობასთან და ოჯახთან გაერთიანებას აიძულებს.
ფსიქიატრის კარიერაც საფრთხეში აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მისი პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. როდესაც ის გარდაცვლილი პაციენტის ძმას თავის ოჯახში ეპატიჟება, მისი პირადი ცხოვრება სრულიად მოულოდნელად ინგრევა.
ეს არის ოპიოიდების სამყაროს შესახებ სამი ამბავი, რომელიც ერთმანეთს ეჯახება. ნარკოტიკების ტრეფიკინგერი აწყობს მრავალკარტელ ფენტანილის კონტრაბანდის ოპერაციას კანადასა და აშშ-ს შორის.
გადამდგარი სამხედრო გენერალი ჯეიმს ფორდი სამსახურში ბრუნდება მას შემდეგ, რაც შორეულ პლანეტაზე მყოფ ჯარისკაცებს მტრულად განწობილი უცხოპლანეტელების ფლოტი თავს დაესხმება. შედეგად, კაცობრიობის საფრთხე ვარსკვლავთშორის ომში გადაიზრდება, სადაც ფორდი გენერალ ერონ რაილთან და ელიტარული ჯარისკაცების გუნდთან ერთიანდება, რათა მოსალოდნელი თავდასხმა შეაჩერონ, სანამ ძალიან გვიანი არ არის.
როს ულბრიხი შექმნის ვებგვერდ
ედი პალმერი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მას შემდეგ რაც 12 წლიანი პატიმრობას მოიხდის, ის თავის გამზრდელი ბებიის ვივიანის სახლში გადადის საცოვრებლად.
ამბავი გრეგის თავბრუდამხვევი სიყვარულის შესახებ, რომელიც განქორწინების და სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება.
მამაკაცს
საუკეთესო მეგობრების ისტორია, რომლებიც პატარა სოფლიდან პირველად მიდიან დასასვენებლად ვისტა დელ მარში, სადაც მალევე გადახდებათ თავგადასავლები.
კინორეჟისორი მალკომი და მისი მეგობარი გოგონა მარი, ფილმის პრემიერის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც კრიტიკოსების გარდაუვალ დადებით რეაქციას და ფინანსურ წარმატებას ელოდებიან. მაგრამ საღამო მოულოდნელ სახეს იღებს.
კალიფორნიის კერნის ოლქის შერიფის მოადგილე დეკი, ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად ყველანარიად ცდილობს როგორმე დაიჭიროს სერიული მკვლელი.
ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი დაშორებას გადაწყვეტენ, მაგრამ ქალაქში COVID-19-ის პოანდემიით გამოწვეული კარანტინის გამო, ახალგაზრდა გმირები საკუთარი ბინის ხაფანგში აღმოჩნდებიან.
სპეცრაზმელი როგორც იქნა პენსიაზე გადის, მაგრამ ის დროის მარყუჟში იჭედება და იძულებულია მხოლოდ საკუთარი სიკვდილის დღეს იცხოვროს.