ორი ცნობილი ძმის, ჰაკანის და ოზანის მეგობარი ტატო მოულოდნელად დაიღუპება. ორი დღის შემდეგ ჰაკანი დაქორწინდება და თაფლობის თვის გასატარებლად ანატოლიაზე წავა, სადაც მას დიდი სიურპრიზი ელოდება.
ორ ძმას ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და ამის გამო ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. სწორედ ამიტომ, მამამ გარდაცვალებამდე დატოვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც ისინი უნდა შერიგდნენ და აღადგინონ ძველი ურთიერთობა.
ბერკი საცხოვრებლად კვიპროსზე გადავა, სადაც ის გაიცნობს ეზელს და მისი მშვიდი ცხოვრება სწორედ აქ დამთავრდება და ყველაფერს თავგადასავლების მოყვარულ გოგონა შეცვლის.
ისინი 7 წელია ერთად ცხოვრობდნენ და ერთ დროს ძალიან ტკბილი ცოლ-ქმარი იყვნენ. მაგრამ ქმარს დაავიწყდა თუ როგორ ძლიერ უყვარდა თავისი მეუღლე და მისმა პრობლემებმა ყველაფერი შეცვალა.
თურქი ბაბუის და შვილიშვილის  გულისამაჩუყებელი ისტორია, რომლებიც იძულებულები არიან საცხოვრებლად თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდნენ.
ეილული ძალიან ლამაზი, საინტერესო და ამავდროულად მხიარული გოგონაა. მას მოულოდნელად მეხსიერება დაეკარგება და ბოლო თვეებში მომხდარ ფაქტებს ვერ იხსენებს. ამიტომაც ის გადაწყვეტს მეხსიერების დაბრუნების იმედათ წავიდეს კუნძულზე სადაც უცნაურ ადამიანს გაიცნობს.
ჩიჩეკი არის პატარა გოგონა, რომელიც გაიზარდა ერთ პატარა სოფელში. მას ძალიან ბევრი შეკითხვები აქვს საკუთარ ცხოვრებასთან და პასუხები არ აქვს. მისი ცხოვრება კი მაშინ შეიცველბა როდესაც ლიტერატურის მასწავლებელი შეუყვარდება.
თურქი მწერალი საკმაოდ შთაგონებული იყო, მანამსანამ დიდი ტრაგედია არ დაატყდა თავს და ამის გამო მან თავი დაანება წერას. 20 წლის შემდეგ კი ის სტამბულში უნდა დაბრუნდეს და დაეხმაროს ცნობილ რეჟისორს ავტობიოგრაფიის დაწერაში.
ორი სტუდენტი ერთმანეთს გაიცნობს და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ყველაფერი თითქოს ძალიან კარგად არის და მათი სიყვარულიც თითქოს ოცნებას ჰგავს, მაგრამ სამწუხაროდ მათი ცხოვრება მოულოდნელობის შედეგად განადგურდება.
ძალიან ლამაზი გოგონა პატარა ასაკში დაკარგავს მხედველობას და სმენას. მას მოხოლოდ შეუძლია შეიგრძნოს და თავის პატარა სამყაროშია ჩაკეტილი
გამოცდილი და ძლიერი თურქი სპეცრაზმელების გუნდი ერაყში ძალიან ოპოზიციონერი ჟურნალისტის გადასარჩენად  მიდის, რომელიც ასევე არმიის კრიტიკითაა ცნობილი, მაგრამ მთავარი მისი სიცოცხლეა.
მწერალი, რომელსაც წიგნი არ გამოუქვეყნეს ბრუნდება საკუთარ ქალაქში, სადაც ის ცდილობს იპოვოს ადამიანი რომელიც მას ამ წიგნის გამოქვეყენებაში დაეხმარება, მაგრამ მას მამამისის ცოდვებზე მოუწევს პასუხისგება.
თურქი გოგონა, გერმანიაში დაიბადა და გაიზარდა. მისი ოჯახი ძალიან ტრადიციულია, მაგრამ გოგონას თავისუფლება და გართობა უყვარს, მაგრამ თავისი ოჯახიდან გამომდინარე ვერ ახერხებს გართობას და ოჯახისთვის თვალის ასახვევად თანამემამულეს გაჰყვება ცოლად.
ისინი ბავშვობიდან ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ გარემოებების გამო ერთმანეთი დაკარგეს და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. სწორედ აქედან დაიწყო მათი ახალი თავგადასავალი და ძველი სიყვარულის გაგრძელდება.
ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული. ის მოგვითხრობს 15 ივლისის ღამეზე, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
ეს არის ფილმი ისტორიული მოვლენის შესახებ, სულტანი მეჰმედ მეორის მიერ კონსტანტინო პოლის დაბყრობის ისტორიაზე
ორი მარტოხელა ადამიანის ისტორია, რომლებიც ერთმანეთის ნატესავები არიან და ერთად მოუწევთ ცივ ზამტარში სტამბულის ქუჩებში ხეტიალი.
კოსმოსი ეს არის ადამიანი, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. ის მოხვდება სოფელში, სადაც ბიჭს გადაარჩენს და სწორედ აქედან დაიწყება მისი საინტერესო ისტორია.
მუსტაფა ალი 45 წლისაა და ის არის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა თანამედროვე ცხოვრებაზე და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა. მისი ცხოვრების რიტმს კი ბიზნესმენი დაარღვევს, რომელსაც ის შეხვდება.
ფილოსოფოსი ფერმერის საინტერესო თავგადასავალი ამჯერად სტამბოლში გრძელდება, მას შემდეგ რაც ის ქალაქში ჩადის ბევრი ხიფათი შეხვდება.
ისტორია მოგვითხრობს ტაქსისტზე, რომელიც უკვე დიდი ხანია ტაქსაობს და 60 წლის ასაკში გადაწყვეტს რომ ისწავლოს ინგლისური. ამაში კი მას უმეტესად მისი მგზავრების დახმარება სჭირდება.
ოჯახი, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ერთ დღესაც ძალიან გაუმართლებს და ყველაფერი ისე განვითარდება რომ მათი ცხოვრება სრულიად შეიცვლება.
ძალიან მშრომელ და მზრუნველ ცოლ-ქმარს, საკუთარ ფერმაში მოსაწყენი ცხოვრება აქვთ, მანამ სანამ მათთან დასახმარებლად რიზა და თავის ცოლი არ ჩავლენ.
სებაჰათი და მელაჰათი საუკეთესო დაქალები არიან და სოფელში ცხოვრობენ. ერთ დღესაც მათი ქმრები სტამბოლში სამუშაოდ წავლენ, ქალები კი აღმოაჩენენ რომ ქმრები იქ ღალატობენ.
ამბავი ერთ პროვინციულ ქალაქში ცხოვრებაზე, სადაც რაღაც სიახლეს ელოდები მაგრამ ყველაფერი ისეთვივეა როგორიც უკან მოხედვისას.