სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ჩასული ჯგუფი ვიეტნამის ომის შესახებ ფილმს იღებს. ჯერ კიდევ გადაღების საწყის ეტაპზე ცხადი ხდება, რომ ისინი გეგმასაც ჩამორჩნენ და ბიუჯეტიც არ ყოფნით. გადამღებ ჯგუფს თავს დააცხრებიან ოპიუმის მომყვანი ადგილობრივი ნარკოტიკებით მოვაჭრეები, მაგრამ გადამღები ჯგუფი მათ დაქირავებულ მსახიობებად აღიქვამს. ყაჩაღები ტაგ სპიდმენს გაიტაცებენ, მსახიობს რომლის პოპულარობაც ნელნელა ეცემოდა.ახლა ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა მისი გადარჩენა უნდა შესძლონ.
მაიამელი დანტისტი იძულებულია სამუშაოდ თოვლიან მთაში წავიდეს და ამის გამო მან ასევე უნდა ისწავლოს ძაღლების მარხილის მართვა, ასევე ძაღლებთან ურთიერთობა.
ახალდაქორწინებული წყვილი გადაწყვეტს რომ საქორწინო მოგზაურობაში წავიდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა არაა, მათ არ აქვთ ფული.
ასტრონავტი 2029 წელს ხვდება ამოუცნობ პლანეტაზე, სადაც მოლაპარაკე მაიმუნები ცხოვრობენ და ადამიანების რასაზე ბატონობენ.
ადამაინები, რომლებიც მუტანტები არიან დიდი საფრთხის წინაშე დგანან და ამავდროულად მთლიანად დედამიწაც საფრთხეშია.
პატარა ბიჭუნა და მისი ცელქი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის რაღაც ახალს ეძებენ და ხშირ შემთხვევაში ეს სიახლე ბევრ საფრთხეს შეიცავს.
ოსკარს ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რათა გადაარჩინოს ოზის სამეფო. ის ამისთვის უნდა გახდეს ძლევამოსილი და დიდებული.
მას შემდეგ რაც დედამიწაზე მონსტრები ჩამოვლენ, ადამიანები იძულებულები ხდებიან მიწისქვეშ გადასახლდნენ. ახალგაზრდა ბიჭი კი იგებს რომ მისი შეყვარებული ცოცხალია და მიდის მასთან რათა ის გადაარჩინოს მონსტრებისგან.
ახლაგაზრდა გოგონები წავლენ დასასვენებლად ერთ ულამაზეს ადგილას ოკეანის პირას. ისინი გადაწყვეტენ დაივინგით დაკავდნენ და შემთხვევით საუკუნეების წინანდელ სამარხს მიაგნებენ ეს კი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება.
ახალგაზრდა ბიჭი პატარა ქალაქში საცხოვრებლად ბებისათან გადადის. სრულიად მოულოდნელად ბებია და შვილიშვილი ჯადოქრების წინაშე ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ძალიან წარმატებული სოციალური მედიის ჟურნალისტი, თავის მეგობრებთან ერთად მოსკოვში მიდის, სადაც მათ ახალი ვლოგი უნდა მოამზადონ.
ამბავი ღარიბ დურგალზე, რომელსაც შვილი არ ჰყავდა. ამიტომაც მან ხის თოჯინა გააკეთა, რომელსაც ლაპარაკი და საუბარიც კი შეეძლო, ყოველ ტყუილზე კი ცხვირი ეზრდებოდა.
ეს ფილმი მოგვითხრობს ერაყში მომხდარ ნამდვილ ამბავზე. ეს ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააკეთა, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლისთვის შურისძიების გამო.
ფილმის მთავარი გმირი, ექსპედიაციაში წავა რამდენიმე ადამიანთან ერთად ჯუნგლებში. სამწუხაროდ ყველა მათგანი დაიღუპება და მხოლოდ ის დარჩება ცოცხალი, ის ცდილობს თავი დააღწიოს გაუვალ ჯუნგლებს და მას გზად ბევრი წინააღმდეგობა ხვდება.
ენოლა, შერლოკ ჰოლმსის თინეიჯერი დაა. მოულოდნელად გაიგებს რომ დედა დაიკარგა და ის მის საძებრად გაეშურება.
შურისმაძიებლები ახალი თავგადასავლით ბრუნდებიან...
ოთხი, ერთმანეთისგან  სრულიად განსხვავებული ბავშვი, ერთმანეთის უჩვეულო მოკავშირე გახდება, როდესაც მათი ცხოვრება ზაფხულის ბანაკში მოულოდნელად უცხოპლანეტელების შეჭრის გამო შეწყდება.
ინგლისელი მოგზაური ჯონათან გრინი, რუსეთის იმპერატორისგან პეტრე პირველისგან, ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის რუკის დამზადების შეკვეთას მიიღებს. მთავარ გმირს დაუჯერებელი თავგადასავლებით და საფრთხეებით სავსე გზა მოელის.
სტუდენტთა ჯგუფი ცოტა სარისკო გადაწყვეტილებას იღებს და იდუმალი გამოქვაბულში შედის, იქ შესულები კი აღმოაჩენენ, რომ დრო აქ სხვაგვარად მიედინება.
მეგობრები სკოტი და ემილი, სკოტის ბებიის სახლში არიან. უეცრად კი ისინი მაგიურ ქმნილებას რუფუსს იპოვიან.
ირლანდიელი კრიმინალი გაიტაცებს გოგონას სახელად ჰოლის, მამამისის მოსაძებნად. მისი მიზანია,  გამოასწოროს თავისი დაწყევლილი ოჯახის იღბალი.
ამბავი ვიკინგი ბავშვების შესახებ, რომლებიც მოგზაურობას შეუდგებიან მიდგარდიდან ვალჰალასკენ.
მეომრი ქალის ისტორია, რომელსაც სამეფოს პრინცი ისევ უხმობს დასახმარებლად და სთხოვს მსახურებას. პრინცი 14 წლის შემდეგ ცდილობს გახდეს ქვეყნის მეთაური, მაგრამ მას გზად უამრავი საბრთხე ელოდება.
ქურდებმა მოიპარეს პატარა ბელი, რომელიც გადაშენების პირასაა. ამ საქმის გამოძიებას დაავალებენ ერთ-ერთ დეტექტივს და დამხმარედ აგენტ ძაღლსაც გააყოლებენ.
დედამიწის ზედაპირი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ამიტომაც მოსახლეობის უმეტესობა იძულებულია ღრუბლებს ზემოთ იცხოვროს, თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მაინც ახერხებს ლანდშაპტზე დაბრუნებას, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება საჭირო საგნების პოვნა.
მოხუცი მეთევზე უკვე ოთხმოცდაოთხი დღეა რაც ზღვაში გადის და უკან სამწუხაროდ ნადავლის გარეშე ბრუნდება. ის ძალიან მარტოხელა და ღარიბია. მოხუცის ერთადერთი მეგობარ კი პატარა ბიჭია მეთევზეთა დასახლებიდან, რომელიც ბადის აკეცვაში ეხმარება და განიცდის მის წარუმატებლობას.
მთავარი გმირი საფოსტო სამსახურის თანამშრომელია. ის გამოუსწორებელი პედანტია და სამსახურის გამო საკუთარი ცხოვრებისთვის დროც არ რჩება, რათა საკუთარ შეყვარებულს დრო დაუთმოს. ერთ დღესაც თვითმფრინავი, რომლითაც ის მიფრინავს, ოკეანეში ჩავარდება და მხოლოდ ის გადარჩება.
ნოეს აქვს მომავლის ხედვებით აპოკალიფსური წყალდიდობის შესახებ და ის ამით ძალიან იტანჯება. ამიტომ ის იღებს ზომებს რათა გადაარჩინოს საკუთარი ოჯახი მოსალოდნელი საფრთხისგან.