პატარა ლეკვს, რომელსაც გარდა ფერისა უცნაური არაფერი ჰქონდა, ერთი პატარა გოგონა შეიფარებს. მეორე დილას კი აღმოაჩენს რომ ლეკვი ძალიან დიდი გაიზარდა და ოთახშიც ვეღარ ეტევა.
ფილმი მოგვითხრობს 20000 წლის წინ მომხდარ ამბავზე, სადაც ახალგაზრდა ბიჭი ნადირობისას ხრამში გადაიჩეხება და ის ყველას მკვდარი ეგონება. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩენბა და 1 მგელს სიკვდილისგან იხსნის, სწორედ აქედან იწყება მისი და მგელის თავგადასავალი.
კიდევ ერთი ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, რომელიც საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი და ამავდროულად კომედიურიც გამოვიდა. სამეგობრო გადაწყვეტს გალაქტიკა გადაარჩინონ და ისინი ბრძოლაში ერთვებიან...
სიეტლში ძალიან ბევრი საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი გაფაციცებით აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულსა და ჯეიკობის მეგობრობას შორის.
მთავარი გმირები გადაწყვეტავენ უდაბნოდან წამოიღონ მუმიის სამარხი და ამიტომაც ისეინი მუმიის სამარხს თვითმფრინავში აიტანენ. სწორედ აქედან იწყება საშინელება, ეს მუმია გამოიღვიძებს და დედამიწაზე ნამდვილ კოშმარს მოაწყობს...
საიფერი, დომენიკზე შურისძიების მიზნით დახმარებას დომენიკის უმცროს ძმას სთხოვს, რომელსაც ძმის მიმართ თავისი წყენა აქვს და ცდილობს ძმას სამაგიერო გადაუხადოს, მაგრამ ეს არც ისე მარტივაია როგორც მას ჰგონია.
მაქსი ყველას არწმუნებს რომ ის გმირია სხვა განზომილებიდან, რომელიც დროისა და სივრცის მარყუჟის გამოყენებით დედამიწაზე აღმოჩნდა და ძალები დაკარგა. მაგრამ მისი ისტორიის არავის სჯერა.
ვიდეო თამაში, რომელსაც თითქმის მთელს მსოფლიოში თამაშობენ, მოულოდნელად ერთი პერსონაჟი თამაშის საწინააღმდეგო მოქმედებებს დაიწყებს და ეს თამაშის შემქმნელებისათვის დიდ პრობლემად იქცევა.
წყვილი სამოგზაუროდ და დროის დიდებულად გასატარებლად მიდის, მაგრამ მათთვის გართობა სულ სხვა რამეებთან ასოცირდება. ისინი გაიცნობენ წყვილს, რომლებიც მათ რეალურ გართობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას ასწავლის.
სამი წლის შემდეგ, უჩინარი ბიჭი დედას და ტყუპისცალ დას ხვდება. ორივეს აქვს ბევრი მოსაყოლი ამბავი და სუპერძალა, თუმცა შესაძლებელია მიშელისა და მათი განზრახვები ერთმანეთს ცდება...
მიჩელე სულ რაღაც 13 წლისაა და სკოლაში მორცხვი არაპოპულარული ბიჭია, რომელსაც სტელა ძალიან უყვარს. ჰელოუინის წვეულების კოსტუმს რომ ჩაიცვამს, აღმოაჩენს, რომ უჩინარია.
დამბო განსაკუთრებული სპილოა, მას განსაკუთრებულად დიდი ყურები აქვს და ფრენა შეუძლია. სწორედ ამის გამო ადამიანები ცდილობენ ის დაიჭირონ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
ისინი ჩვეულებრივი ოჯახი იყვნენ, მაგრამ მათ შვილს სუნთქვა არ შეეძლო და ამიტომაც ის სპეციალურ კონტეინერში იზრდება. ერთ დღესაც ქალაქში მოულოდნელად აფეთქბე მოხდება და ირგვლივ გავრცელებული ამოუცნობი ბოლი ხალხს დახოცავს.
სკოლის მეგობრები შეხვდებიან წლების შემდეგ ერთმანეთს, რათა ერთად გაატარონ დასვენების დღეები მთებში, მაგრამ როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის, გოგონების მეგობრობისათვის დრო აღარ რჩება.
ქალაქი რომელიც მიწისქვეშ არსებობს უკვე დიდი ხანია არავის ჰქონია წარმატებული მცდელობა დაეღწია ამ ადგილიდან. ამაში კი ხელს ქალაქის მერი უშლის და იაძულებს ყველას დაიჯეროს ის რაც მას სურს.
ტომი საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით ძალიან არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს, რის გამოც საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს.