ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
შხამი არის თრილერი რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ვარსკვლავები. მეგობრები ცდილობენ მეგობრის საიდუმლოეებით სავსე სიკვდილი ამოხსნან.
მსხვილი კორპორაციის ხელმძღვანელი , რომელიც მენეჯერებისგან არაადამიანურ შესაძლებლობებს მოითხოვს, მათზე ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს და საიდუმლო, არასწორი ფორმულის მქონე ენერგეტიკულ სასმელს დაურიგებს, რის შედეგადაც, ყველა მათგანი ჰიპერაგრესიული ხდება. მხოლოდ ერთ დაგვიანებულ უიღბლოს არ შეხვდა თავისი წილი...
წყვილის ერთი უხერხული პაემანი შობის წინა საღამოს თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით დასრულდება. თეატრში უცნაურ და საშიშ საშობაო ისტორიებს წარმოადგენენ, რომლის მონაწილენიც ყველანაირად ცდილობენ დღესასწაულზე დატრიალებული საშინელებები აიროდონ. ამ დღესასწაულებზე ბევრი რამის უნდა გეშინოდეს - მოსაწყენი წვეულებებიდან დაწყებული და შურისმაძიებელი მდევრებისა თუ უკვდავი დემონებით დამთავრებული.
მამის გარდაცვალების შემდეგ, აარონ ჰამონდი მშობლიურ ქალაქში, განადგურებული დედის დასახმარებლად და ცუდ მოგონებებთან დასაპირისპირებლად ბრუნდება. მამის ნივთების დათვალიერებისას, მოულოდნელად, მისტიურ ნივთს გადააწყდება, რომელიც გაცილებით დიდი ძალის მატარებელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რუსი ქალი ამერიკაში მიემგზავრება ქალიშვილთან ერთად, რათა ცოლად გაჰყვეს ერთ კარჩაკეტილ მილიარდელს, რომელიც ფსიქოპათი აღმოჩნდება და დედა-შვილის ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს.
მანქანით სეირნობიდან დაბრუნებისას თავის შეყვარებულთან ერთად, ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ სმიტი ავარიაში ხვდება. კატასტროფის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
1930-იან წლებში, მას შემდეგ რაც დასავლეთის სახელმწიფოები ჩაერთნენ მეორე მსოფლიო ომში, იაპონიაში სასიკვდილო კულტმა სახელად ჰადესის ტაძარი, მიიღო ბრძანება, ეთანამშრომლათ მებრძოლებთან და გაენადგურებინათ ჩინეთის სულიერი სიმშვიდე.
ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან.
უნივერსიტეტის სტუდენტი ასტრალური პროექციის შედეგებს იწვნევს, როდესაც ამ პროექციას გარდაცვლილ დედასთან დასაკავშირებლად გამოიყენებს.
ქალი სამსახურის დაკარგვის შემდეგ, უქმეების წყნარად გასატარებლად ქალაქიდან გადის. ერთი ძველმოდური ქვრივი კაცისგან სახლს იქირავებს, რომელიც ცდილობს თავისი ფსიქოპატური გამოვლინებები დამალოს. მალე ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება, რაც საშინელი შედეგებით მთავრდება.
ახალგაზრდა მეგობრები, გადაწყვეტენ რომ გაატარონ ერთი ღამე სახლში, რომელიც უცნაურ ტყეში მდებარეობა. მალევე აღმოაჩენენ რომ ამ ადგილას დრო ძალიან სწრაფად გადის.
ლონდონში საშინელება ხდება, უამრავი მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და ხალხით სავსე ქუჩებს შეესია. ასევე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც მოსახლეობის და თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას.
ეს ფილმი დაფუძნებულია ერთ-ერთ თამაშზე და მოგვითხრობს უესტის მცდელობაზე, აღმოაჩინოს ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი და ზომბების აპოკალიფსს გადაურჩეს.
გაუცნობიერებელ და აკრძალულ ტერიტორიაზე მოგზაურობა, სივრცესა და დროში ჩახლართული სამი ზღაპრის მეშვეობით.
ახალგაზრდა ბიჭი სახელად აარონი პასუხობს განცხადებას სადაც ეძებენ ოპერატორს ერთი დღით. განცხადების ავტორია მამაკაცი სახელად ჯოზეფი, ის ამცნობს აარონს, რომ დაავადებულია თავის კიბოთი და რამოდენიმე თვეში გარდაიცვლება.
ერთი სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა თავისი ფილმი-ჰიტის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს.
აიდენი 18 წლისაა და სტუდენტური საფეხბურთო ნაკრების კაპიტანია, რომელიც ხვდება ყველაზე შესაშურ გოგონას რაიონში. მაგრამ ერთხელ ღამით, ის იღვიძებს და ხედავს, რომ მისი მშობლები სასტიკად მოკლეს.
წლების მანძილზე ტარდებოდა