ორი საყვარელი და ერთად ცხოვრობს. ერთს უყვარს საშობაო ფილმები, მეორე კი პროგნოზირებადად მიიჩნევს მათ. გოგოები მოულოდნელად, რაღაც ჯადოსნობის ძალით, საშობაო ფილმში გაიღვიძებენ.
თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი.
ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი.
მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი
სურათი მწერალი ქალის მიერ შექმნილი ორიგინალური დღიურის შესახებ. რომლის ფურცლებიც არც მეტი არც ნაკლები, ადამიანის კანზე დაწერილი თავებისაგან შედგება.
ორი საუკეთესო მეგობარი ერთმანეთს გადაემტერება იმის გამო, რომ მათი ქორწილი შემთხვევით ერთიდაიგივე დღესაა დანიშნული.
ნიუ იორკი ყველაზე რომანტიული ქალაქია, მაშინაც კი თუ შენ ათი წლის ხარ და პირველად გიყვარდება. ამ საიდუმლოს გეიბიც გაიგებს, როდესაც მას მისი თანაკლასელი როზმარი შეუყვარდება.
პრინცი ევროპიდან შეხვდება მომხიბვლელ მიმტანს, მისი მოგზაურობისას ამერიკაში საშობაო არდადეგებზე. იგი ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავი აარიდოს დაგეგმილ ქორწინებას.
სამხედრო ვეტერანი მიდის მომავალში, იქ კი მას შეუძლია ისეთ კითხვებზე გასცეს პარუსი, რომლებიც შემდგომში მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენს.
ქარიზმატულმა და რთულმა, სერჯიო ვიაირა დე მელომ კარიერის უმეტესი ნაწილი გაეროს უმაღლეს დიპლომატად მუშაობას დაუთმო. იგი მსოფლიოში ყველაზე არამდგრად რეგიონებში ოსტატურად მართავს გარიგებებს პრეზიდენტებთან, რევოლუციონერებთან და ომის დამნაშავეებთან, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის წყნარი ცხოვრება.
ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის ცვლიდნენ ადამიანის ცხოვრებას. ტაიმერის გამოგონების შემდეგ შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების შეცვლაც. ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა მაჯაზე მაგრდება და იწყებს დროის ათვლას, როდესაც დრო დამთავრდება თქვენი იდეალური პარტნიორი თქვენ წინაშეა. ასეთ განცხადებას აკეთებდნენ რეკლამაში. არ არის გასაკვირი, რომ მარტოხელა უნა ოლირმა გადაწყვიტა ამ აპარატის შეძენა.
ჰენკოკს სახელი ძალიან გატეხილი აქვს, არა და ის სუპერგმირია. ამიტომაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს პიარის ექსპერტი და დაიბრუნოს ძველი დიდება.
ზვიგენთა ცნობილი მაფიოზური კლანის მეთაურის შვილის მკვლელობამ მთელი წყალქვეშა სამყარო შეძრა და გააოგნა. მთავარი ეჭვმიტანილი კი ოსკარია, რომელიც დაუნდობელ შურისმაძიებელთა სასტიკი დევნის ობიექტი გახდა.
ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი - იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება.
მაფიოზი სახელად ჯიმი
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.
პარიზის აეროპორტში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ. უამინდობის და გადადებული რეისების გამო ისინი დიდ დროს გაატარებენ ერთად და გრძნობა გაუჩნდებათ.
იერუსალიმში უსამართლო ტყვეობიდან ბედუინი გოგონას გამოხსნის შემდეგ პრაინ ფიშერი ცდილობს ამოხსნას უძველესი საიდუმლოება , რომელიც ფასდაუდებელ ზურმუხტს , უძველეს წყევლას და შირინის მივიწყებულ ტომს ეხება.
დრაკულა უდიდესი მმართველი და ბრწყინვალე მებრძოლი იყო, მაგრამ ბედმა მას ვერაგი მტრები შესძინა. დრაკულა გარიგებაზე წავიდა - ზეადამიანური ძალა, უკვდავი სულის სანაცვლოდ.
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს , მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.
დინი მუშაობს ოფიციანტად ერთ დიდ რესტორანში უკვე ოთხი წელია. მას არასოდეს დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის, რამდენად კარგად მოეწყო, სანამ არ გაიგო, რომ მისი ძველი მეგობარი, მთელი ამ წლების მანძილზე, თავბრუდამხვევ კარიერას აკეთებდა დიდ კოორპორაციაში. ამიტომაც, როდესაც სტაჟიორი მიტჩი გამოჩნდა, დინი იწყებს მის სწავლებას.
მას შემდეგ რაც ამანდას საუკეთესო მეგობარი დაიკარგება, მას ახალი მეზობელი უჩნდება სახელად ჰეილი. ამ ორ სტუდენტს ერთი საერთო აქვთ: მამაკაცი, რომელიც ჰეილისთვის მამაა ხოლო ამანდასთვის კი სექსუალური ექს-შეყვარებული..
დეტექტივ კარლ მიორკს ხელში ჩაუვარდება ოცი წლის წინ მომხდარი მკლვლელობის საქმე. მაშინ, 1994 წელს, პატარა აგარაკზე მოხდა ტყუპი ბავშვების სასტიკი მკვლელობა.
კინოფაკულტეტის მორცხვი, თუმც ამბიციური სტუდენტი მძაფრ, ემოციურ ურთიერთობას გააბამს ქარიზმატულ, მაგრამ არასანდო ასაკოვან მამაკაცთან.
ამბავი ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს...