ტირანი მამის გარდაცვალების შემდეგ მის არაპროგნოზირებად პრინცს ინგლისის ტახტის მემკვიდრეს მეფე ჰენრი მეხუთედ აკურთხებენ. ახლა მან უნდა შეძლოს და მართოს ტახტი ღირსეულად.
რკინიგზის მუშები გადაწყვეტენ რომ ჩინეთში, 1941 წელს სათავეში ჩაუდგნენ თავისუფლებისათვის მეომრებს იაპონელების წინააღმდეგ, მათი მტავარი მიზანი კი არის მიიღონ საკვები ღარიბებისათვის.
და-ძმა მინდორში სადაც ძალიან დიდი ბალახია პატარა ბიჭის ხმას გაიგონებენ, რომელიც მათ დახმარებას სთხოვს. ისინიც გაემართებიან დასახმარებლად მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ იქიდან დაღწევა ძალიან გაუჭირდებათ.
ფრანგმა ცოლ-ქმარს 4 გოგონა ჰყავს და მათი გათხოვების დროც მოვიდა, მათდა სამწუხაროდ პირველი სამი შვილი, ებრაელ, ჩინელ და არაბ მამაკაცზე გათხოვდა. მეოთხეს გათხოვების ჯერი რომ დადგა აი მაშინ მოხდა ყველაზე სასაცილო ამბავი.
ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან და გადაწყვეტენ ითამაშონ თამაში რომელსაც ჰქვია „სიმართლე თუ მოქმედება“. სამწუხაროდ ეს თამაში მისი ერთი მონაწილესთვის ნამდვილ კოშმარად იქცევა.
ახალგაზრდები, მიტოვებულ სახლში პოულობენ საშიში ისტორიების წიგნს, რომლის წაკითხვის შემთხვევაშიც მასში აღწერილი ქმნილებები რეალურად იქცევა. მაგრამ ისინი ამ გაფრთხილების მიუხედავად მაინც იწყებენ წიგნის კითხვას.
ორი მეგობარი სკოლის მოსწავლე ერთ უპატრონო ძაღლს იპოვიან და წამოიყვანენ, ძაღლი მალე ერთგული მეგობარიც გახდება. ერთ დღესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ, ხოლო ბენჯი მათი გადამრჩენი აღმოჩნდება.
ერთ პატარა ქალაქში ღამ-ღამობით მიცვალებულები მიწიდან ამოდიან და ზომბები ხდებიან, ისინი მყუდროებას დაურღვევენ ქალაქში მცხოვრებლებს და ბევრ მათგანს შეიწირავენ კიდეც.
ოჯახის უფროსის გარდაცალების შემდეგ ხუთსულიანმა ოჯახმა უნდა განაგრძოს ცხოვრება ირანისა და ერაყის საზღვარზე პატარა სოფელში. სიტუაცია რთულდება მას შემდეგ რაც 12 წლის აიოუბი, ოჯახის ახალი უფროსი, გაიგებს რომ მის ინვალიდ ძმას სიცოცხლის შესანარჩუნებლად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება.
გამოჩნდა ბოროტმოქმედი, რომელსაც ძალიან ცუდი გეგმები აქვს და ეს მთავრობისთვის ძალიან არასასურველი შედეგით შესაძლოა დასრულდეს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდება ჰობსი და შოუს დახმარება მისი განეიტრალებსთვის.
წყვილს ურთიერთობის დალაგება სურთ და ერთ დღესაც მოხუცს შეხვდებიან. ეს მოხუცი მოუთხრობს თავის ცოლთან გატარებულ ნახევარ საუკუნიან თანაცხოვრებაზე, რომელიც მათ ურთიერთობის დალაგებაშიც დაეხმარება.
ქალი უკვე 100 წელია ცხოვრობს და არ ბერდება, იმის მიუხედავათ რომ ამდენი წელია ცხოვრობს არაფერი ეტყობა ასაკის მატების. ამდენხნიანი ცხოვრების მიუხედავად მას საყვარელი მამაკაცი არ ჰყოლია, ხოლო როცა შეუყვარდა მამაკაცი გადაწყვიტა რომ შეეძლო ისევე დაბერებულიყო როგორც მისი რჩეული.
ახალგაზრდა აეროპორტში უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს და მგზავრებს ფეხსაცმელს უმოწმებს, ერთხელაც მას შეხვდება ულამაზესი გოგონა და მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.
ფოტოგრაფი თავის წარმოდგენილ სამყაროში ცხოვრობს და პატარა შედევრებს აკეთებს სათამაშოებისგან. მისი ყველა სათამაშო და ქმედება იმ მომენტებს წარმოაჩენს რომელიც მას წარმოდგენაში აქვს.
ორი ძმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, ერთი ახლახან გამოვიდა ციხიდან, მეორე კი ერთ პატარა ქალაქში შერიფია. მათ გაფუჭებულ ურთიერთობას კი ხელს შეუწყობს მათი ბუნებაში გასვლა და განრისხებულ დათვთან ბრძოლა.
10 წლის ბიჭუნას დედა მძიმე სენით დაავადდა და ვერავინ შველის, იმისათვის რომ ბიჭმა უშველოს დედას გადაწყვეტს ინგლისიდან სპარსეთში წავიდეს და მკურნალებისგან ისწავლოს ექიმობა.
სათამაშოების ისტორია გრძელდება და მათ კიდევ ერთი თავგადასავალი ელით, ამჯერად კი მათ უნდა გადაარჩინონ ხელნაკეთი სათამაშო, რომელიც მათი პატრონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.