ევა ბარში გაიცნობს მამაკაცს, რომელიც მისი აზრით ძალიან მომხიბვლელია. ყველაფერი კი ძალიან მალე რთულდება როდესაც ის აღმოაჩენს რომ მის წინაშე ფსიქოპატი და მისი ამალაა.
კეტრინი და იანი მრავალწლიან ქორწინებაში იმყოფებიან. მას შემდეგ რაც იანმა გაყიდა თავისი ბიზნესი, ის ძალიან დაკავებულია ბონსაის ხეებით და დიდი ხნით ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას აგრძელებს. ყველაფერი უარესობისკენ მიდის, როდესაც მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი ბიჭი კარგავენ ბინას და მათ კარზე აკაკუნებენ.
50-იანი წლებში ახალგაზრდა წყვილს, რომელიც კონექტიკუტის გარეუბანში ცხოვრობს, პირადი პრობლემები აწუხებს და ამავე დროს ისინი ორ შვილს ზრდიან...
როდესაც, დამწყები მოდელი ემა რამოდენიმე შემოთავაზებას მიიღებს სააგენტოებისაგან, მაშინვე გაემგზავრება პარიზში საკუთარ ოცნებასთან შესახვედრად. ერთ-ერთ ფოტოსესიაზე იგი გაიცნობს სიმპატიურ და წარმატებულ ფოტოგრაფს შეინ ვაიტს, რომელიც შეუყვარდება.
ახალგაზრდა წყვილი მიემგზავრება შორეულ კუნძულზე ექსკლუზიურ რესტორანში, სადაც შეფმა მოამზადა მდიდრული მენიუ, შოკისმომგვრელი სიურპრიზებით.
მეფის სიკვდილის შემდეგ, ვაკანდას მაცხოვრებლები იძულებულები ხდებიან იბრძოლონ საკუთარი მიწისთვის და დაიცვან ის ნებისმიერ ფასად.
დეივიდ სთოუნი ცნობილი, თუმცა წარუმატებელი მწერალია, რომელიც სასოწარკვეთილი დასვენებას საჭიროებს. მისი ცხოვრება იცვლება, მას შემდეგ რავ მას მოულოდნელად ორგანიზებული დანაშაულის ევროპელი ნათლიმამა მეიერ ლანსკი დაურეკავს.
დანიელი ფოტოგრაფ დენიელ რაის ისტორია, რომელიც 2013 წელს სირიაში
ჯონი ის ადამიანია, რომელსაც აქვს პარანორმალური შესაძლებლობები და იძიებს ახალ საქმეს. ამ დროის განმავლობაში მას მოუწევს 16 წლის შეშინებულ გოგონასთან ლაპარაკი.
სერიული მკვლელს გადარჩენილი ადამიანები მიდიან საცხოვრებად ნიუ-იორკში, მაგრამ  სიმშვიდე არც იქ უწერიათ.
ფილმი ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და მაქსიმალურად უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე.
ისტორია ფსიქოთერაპევტ სიბილის შესახებ, რომელიც მრავალი დამღლელი წლის შემდეგ გადაწყვეტს თავის პირველ გატაცებას, ლიტერატურას დაუბრუნდეს და თითქმის ყველა პაციენტს დაემშვიდობება.
პოპ-მუსიკის ვარსკვლავი კატ ვალდეზი და ბასტიანი კონცერტის დროს თავიანთი თაყვანისმცემლების წინაშე აპირებენ დაქორწინებას, რომელიც რამდენიმე პლატფორმაზე უნდა გაშუქდეს. განქორწინებული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ჩარლი გილბერტი კონცერტზე მისმა ქალიშვილმა ლუმ და საუკეთესო მეგობარმა პარკერ დებსიმ წაიყვანეს. როდესაც ცერემონიამდე რამდენიმე წამით ადრე კატი გაიგებს, რომ ბასტიანმა ასისტენტთან უღალატა, მისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიყვარულს, სიმართლეს და ერთგულებას. მთავარი გმირი უცხო ადამიანის, ჩარლის მზერას ამჩნევს ბრბოში, რომელიც მასთან შეუღლებას გადაწყვეტს. ის, რაც იწყება, როგორც იმპულსური რეაქცია, მოულოდნელ რომანად გადაიქცევა.
ეს არის რეალური ისტორია მარიახუანა მწეველ მეგობრებზე, რომელბმაც შეძლეს და 300 000 000 დოლარიანია ხელშეკრულება დადეს პენტაგონთან, იარაღის მიწოდებაზე.
ეს არის დიქტატორის ჰეროიკული ისტორია, რომელიც თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს იმისათვის რომ ქვეყანაში რომლის მმართველიც იყო, დემოკრატია არასოდეს ჩამოყალიბდეს.
მას შემდეგ რაც საიდუმლო აგენტების ჯგუფს რეპუტაცია შეელახება, მეთაური უიღბლო მაგრამ მოტივირებულ ანალიტიკოსს მაქსველ სმარტს აირჩევს და მას წარმატებულ და განსაკუთრებული სტილის მქონე აგენტ 99-ს მიამაგრებს. ეს კი შესაძლოა არ იყოს კარგი იდეა.
17 წლის დარინ, რომელიც გაიგებს რომ მისი შეყვარებული კვდება. ის ყველანაირად ცდილობს დარჩენილ წელიწადში, მას მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებები მიაღებინოს.
ამბავი საშუალო სკოლის პედაგოგი მეგობრების, ისტორიის პროფესორის, ფსიქოლოგის, ეკონომისტის და ფიზიკოსის შესახებ. ისინი საკუთარ თავზე რევოლუციური სამეცნიერო თეორიის შემოწმებას გადაწყვეტენ.
ახალგაზრდა ერთგული მამა მრავალი წელი შინ ჯდომის შემდეგ პირველად პოულობს დროს თავისთვის, როდესაც მოულოდნელად მისი ცოლი და შვილები წავლენ. შედეგად, მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ აიწყვიტოს, და წვეულებების მოყვარულ თავის ძველ საუკეთესო მეგობართან ჰეკისთან ერთიანდება, რომლებიც ერთად ატარებენ ველურ უიკენდს, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.
მსახიობი, რომელიც სუპერგმირის როლზე ოცნებობდა, როგორც იქნა იღებს ამ როლს, მაგრამ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად თავდაყიდა დგება.
მრავალი წლის წინ მეკობრეების მეფე გოლ როჯერი სიკდილით დასაჯეს. მას დარჩა განძის მთელი გორა და ცნობილი როგორც,
მოვლენები 1830 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ვითარდება, რომლის მკაცრ რეჟიმს და დისციპლინას საშინელი ამბები ანადგურებს, როდესაც იპოვიან იუნკერის ცხედარს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო საპარადო მოედანზე, ხოლო ღამით ვიღაც მიცვალებულს გულს ამოაჭრის.
ფრენკლინ ჰეტჩეტი საკმაოდ გამოცდილი თაღლითია. პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობა მას მოულოდნელად სკანდალურად ცნობილს ხდის. მას ახლა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს.
ჯიმის კრიმინალური ნიჭი მუდმივად ახდენს ბოროტებას და არავის შეუძლია გაუმკლავდეს მას. ნუთუ არასად არ მოიპოვება გმირი, რომელიც უგულვებელყოფს მას?
დაქირავებულთა ჯგუფი, ზუსტად საშობაოდ თავს დაესხმება მდიდარი ოჯახის, თოვლის ბაბუა კი იძულებული გახდება რადაც არ უნდა დაუჯდეს, შობა და ოჯახი გადაარჩინოს.
მკვლევართა ოჯახი მიემგზავრება ახალი სამყაროს აღმოსაჩენად, მაგრამ ეს მათთვის შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს.
ულამაზესი ტროპიკული ზღვის ბინადარმა თევზმა, მერლინმა ერადერთი ვაჟი, სახელად ნემო დაკარგა. საბედნიეროდ შვილის ძიებაში მას ერთგული მეგობრები ეხმარებიან.
ჩიტების კუნძულს საფრთხე ემუქრება, რომლის გამომწვევიც შესაძლოა ყინულიანი კუნძული გახდეს. ეს კუნძული ყინულითაა დაფარული და ბრაზიანი ჩითების კუნძულსაც სწორედ გაყინვა ემუქრება.