23 წლის კოული, DJ-ია და  ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერობაზე ოცნებობს. შედარებით უფროსი ჯეიმსი, მის პროფესიულ აღზდას დაიწყებს, თუმცა კოული ჯეიმსის მეგობარ გოგოს – სოფის დაუახლოვდება. საბოლოოდ კი ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს...
ალადინს ახალი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი და მისი დავალებაა შეაყვაროს თავი პრინცესას და ამის დახმარებით შეასრულოს დავალება
ეს ფილმი არის ელტონ ჯობის შესახებ, რა ხდებოდა მანამ სანამ ის ცნობილი გახდებოდა. მისი ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, რომელიც ძალიან საინტერესოა.
ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ცეკვავს ნიუ იორკის მეტროში და შეხვდება კლასიკურ მოცეკვავეს მანჰეტენის ხელოვნების უნივერსიტეტიდან. ჰიპ-ჰოპის და კლასიკური ცეკვების გაერთიანებით ცდილობენ შეჯიბრში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.
პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატის, ოგუსტ უილსონის ამავე სახელოწოდების ავტობიოგრაფიული პიესის ადაპტაცია,
კევინი როგორც იქნა მის საოცნებო კოლეჯში მოხვდა. ის გადაწყვეტს რომ შექმნას მოცეკვავეთა ჯგუფი, რომელიც კონკურენციას უკვე არსებულ მოცეკვავეთა ჯგუფს უნდა გაუწიოს.
თეატრის ვარსკვლავების საკმაოდ დიდი ჯგუფი, ერთ-ერთი საშუალო სკოლის გოგონას მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომელსაც ძალიან სურს რომ შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე წაიყვანოს.
ახალგაზრდები, რომლებიც სანაპიროზე ერთობიან და ირუჯებიან, წასვლის დღეს აღმოაჩენენ რომ წასვლა არ შეუძლიათ. წასასვლელად კი ერთი რამ უნდა გააკეთონ...
პატარა ბიჭუნა და მისი ცელქი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის რაღაც ახალს ეძებენ და ხშირ შემთხვევაში ეს სიახლე ბევრ საფრთხეს შეიცავს.
ძალიან რთული ხასიათის მუსიკოსი, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მთელს მსოფლიოში ერთადერთია რომელსაც ბითლზები ახსოვს.
ძალიან შრომისმოყვარე ასისტენტი მზადაა დაეხმაროს თავის დამქირავებელ სუპერვარსკვლავ მომღერალს, მაშინ როდესაც მას გადაწყვეტილებების მიღება ძალიან სჭირდება.
ეიპრილი სამწუხარო წარუმატებლობის შემდეგ, თავის სამშობლოში ბრუნდება და ახალგაზრდა მოცეკვავეთა შეჯიბრში იღებს მონაწილეობას.
ყველასთვის საყვარელი მულტფილმის ეკრანიზაცია, სიმბას თავგადასავალი და მისი მეგობრები. ფილმი რომელიც მოგვითხრობს მეფე ლომზე.
ფილმი საკმაოდ კარგი საყურებელია რომანტიკული და მუსიკის მოყვარულ ადამიანებისთვის. ფილმს ერთდორულად აქვს 4 ჟანრი: მიუზიკლი, მელოდრამა, დრამა და კომედია. სწორედ ამიტომ ფილმში ხშირია მუსიკალური ნომრები და მუზიკლები.<br><br>ფილმი ვითარდება ორი პერსონაჟის ირგვლივ, მთავარი როლის შემსრულებლებს შორის იწყება რომანი და სწორედ ისინი ქმნიანძალიან სახალისო და რომანტიულ სიტუაციებს, ისინი არიან რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი.
ლეგენდარული თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
მერი პოპინსის ახალი 2018 წლის ეკრანიზაცია. მერი ისევ ბრუნდება თავის ძმიშვილებთან რათა მათ მისცეს სრულფასოვანი აღზრდა და მომავალში ისინი ჭკვიანი ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.
საოცარი ბავშობა დამთავრდა და ის ახლა უკვე კაცია, რომელსაც ოჯახი ჰყავს და მრავალ სირთულეს წააწყდა ზრდასრულობისას. მას ბავშობაში ზღაპრული სამყარო ჰქონდა სადაც ის ცხოველებთან ერთად საოცარ დროს ატარებდა, ერთ დღესაც ის კიდევ შეხვდება თავის ბავშობის მეგობარ ცხოველებს და ყველაფერი სწორედ აქედან შეიცვლება.
მალეფიცენტას ქალიშვილი  ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება, რომელთაც თავისუფლება წყურიათ
19 წლის გოგონა სახელად რენი. რომლის იდეალებია: სეფექალები, გმირები და ყოველთვის ჰეპიენდები. მაგრამ რენის ნამდვილი ცხოვრება წააგავს ნამდვილ კოშმარს, ის ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, დეპრესიას. მხატვრული ფანტაზიის და მკაცრი რეალობის შემოქმედებით ნაზავში, ფილმი გვიჩვენებს რენის გამბედაობას ცხოვრების ყველა დაბრკოლების გადალახვაში.
ფილმი მოგვითხრობს როკ ჯგუფზე, რომელსაც ჰქვია „ამერიკელი სატანა“. ეს ჯგუფი მალე გახდება პოპულალური ერთი კაცის დახმარებით, მაგრამ მალევე დაეწყება პრობოლემები ჯგუფის სოლისტს.
ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა შეყვარებულზე, რომლებსაც ძალიან უყვართ მუსიკა და ამიტომაც მუსიკის გამო ბევრს მოგზაურობენ...
ალბათ თქვენთვის ერთერთი საყვარელი მულტფილმი იყო
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე -ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება.
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იუჯინი ბლიუზის გიტარისტობაზე ოცნებობს.ერთადერთი, ვინც მას ამაში დაეხმარება ,ბლიუზის ლეგენდა ვილი ბრაუნია. იუჯინი ძველი გიტარისტის გეგმის ნაწილად იქცევა, რომლის მიზანია ეშმაკისათვის ოდესღაც მიყიდული სულის დაბრუნება.
ამბავი ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს...
ლეგენდარული შემსრულებელი ჯუდი გარლენდი 1968 წლის ზამთარში ჩამოდის ლონდონში, კონცერტების ჩასატარებლად.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან. მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა.
დუბლინელი გიტარისტი,მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა.