ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იუჯინი ბლიუზის გიტარისტობაზე ოცნებობს.ერთადერთი, ვინც მას ამაში დაეხმარება ,ბლიუზის ლეგენდა ვილი ბრაუნია. იუჯინი ძველი გიტარისტის გეგმის ნაწილად იქცევა, რომლის მიზანია ეშმაკისათვის ოდესღაც მიყიდული სულის დაბრუნება.
ნიჭიერი ილუზიონისტი გვარად აიზენჰაიმი, რომელსაც თვალი უჭირავს მშვენიერ არისტოკრატზე, ცდილობს თავის შესაძლებლობები გამოიყენოს მისი გულის დასაპყრობად და წაართვას იგი თავის საქმროს - ტახტის მემკვიდრეს. მაგრამ აიზენჰაიმის გეგმა ამბოხებას იწვევს მონარქიაში.
ფილმის მოქმედება ფრანგულ სასტუმროში ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს დაარწმუნოს გოგონა, რომ წინა წელს ისინი უკვე შეხვედრიან ერთმანეთს ფრედერიკსბურგის ბაღში
სამხედრო ვეტერანი მიდის მომავალში, იქ კი მას შეუძლია ისეთ კითხვებზე გასცეს პარუსი, რომლებიც შემდგომში მის და მისი ახლობლების სიცოცხლეს გადაარჩენს.
იერუსალიმში უსამართლო ტყვეობიდან ბედუინი გოგონას გამოხსნის შემდეგ პრაინ ფიშერი ცდილობს ამოხსნას უძველესი საიდუმლოება , რომელიც ფასდაუდებელ ზურმუხტს , უძველეს წყევლას და შირინის მივიწყებულ ტომს ეხება.
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს , მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
კინოფაკულტეტის მორცხვი, თუმც ამბიციური სტუდენტი მძაფრ, ემოციურ ურთიერთობას გააბამს ქარიზმატულ, მაგრამ არასანდო ასაკოვან მამაკაცთან.
ჰარისონ ფორდი ამერიკელი ექიმის როლს ასრულებს, რომლის ცოლიც, პარიზში ყოფნისას მოულოდნელად გაუჩინარდება. ექიმს, უცნობ მაწანწალასთან ერთად მეუღლის ძებნის პროცესში, ენის ბარიერის, გულგრილი პოლიციელების და ბიუროკრატი ჩინოვნიკების ჩახლართული ქსელის გადალახვა მოუწევს.
ადამიანები, რომლებიც სრულიად შემთხვევით ერთად აღმოჩნდებიან და ლიფტში იჭედებიან, მალევე აღმოაჩენენ რომ მათთან ერთად ეშმაკია.
შოტლანდიის სანაპიროდან მოშორებით, უკაცრიელ კუნძულზე მდგომი შუქურის სამი მცველი აღმოაჩენს რაღაცას, რაც მათი დაცვის ობიექტი არ უნდა იყოს.
ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში.
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება.
საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. მოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს.
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ის თავის ქმარს დახურულ ზესაიდუმლო ტრიბუნალზე დაიცავს, სადაც ბევრად განსხვავებული წესებია.
5 მეგობარი, ერთად რჩება სხვენში. ერთ დღეს კი ისინი აღმოაჩენენ ახალგაზრდა ქალის სხეულს, რომლის მკვლელობასაც ერთმანეთს აბრალებენ.
სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო, მაგრამ რეალურ ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ, სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი