პრინცი ევროპიდან შეხვდება მომხიბვლელ მიმტანს, მისი მოგზაურობისას ამერიკაში საშობაო არდადეგებზე. იგი ამერიკაში გაემგზავრა, რათა თავი აარიდოს დაგეგმილ ქორწინებას.
ახალი ტექნოლოგიები ყოველთვის ცვლიდნენ ადამიანის ცხოვრებას. ტაიმერის გამოგონების შემდეგ შესაძლოა ადამიანის პირადი ცხოვრების შეცვლაც. ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა მაჯაზე მაგრდება და იწყებს დროის ათვლას, როდესაც დრო დამთავრდება თქვენი იდეალური პარტნიორი თქვენ წინაშეა. ასეთ განცხადებას აკეთებდნენ რეკლამაში. არ არის გასაკვირი, რომ მარტოხელა უნა ოლირმა გადაწყვიტა ამ აპარატის შეძენა.
ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი - იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა
დიდი ხნის შეყვარებულთან დაშორების შემდეგ კაილი უკავშირდება მისი სკოლისდროინდელ მეგობარ ნიკს. აღდგენილი მეგობრობის დახმარებით კაილი იყენებს ნიკის რესტორანს, რათა გაიმარჯვოს კოჭას კაცუნების ცხობის კონკურსში, რომელიც მას საკუთარი საცხობის გახსნაში დაეხმარება.
მაფიოზი სახელად ჯიმი
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.
პარიზის აეროპორტში ქალი და მამაკაცი ერთმანეთს გაიცნობენ. უამინდობის და გადადებული რეისების გამო ისინი დიდ დროს გაატარებენ ერთად და გრძნობა გაუჩნდებათ.
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს , მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს.
ფილმის მოქმედება 1934 წელს იწყება და მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. ბრიონი – 13 წლის გოგონაა, რომელიც არაჩვეულებრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. ის პიესებს წერს. ბრიონმა იცის, რომ მოსამსახურე რობის ვაჟს მისი უფროსი და - სესილი უყვარს და ისიც იგივე გრძნობით პასუხობს.
ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.
კინოფაკულტეტის მორცხვი, თუმც ამბიციური სტუდენტი მძაფრ, ემოციურ ურთიერთობას გააბამს ქარიზმატულ, მაგრამ არასანდო ასაკოვან მამაკაცთან.
ამბავი ზღაპრული ელემენტებით, სადაც ობოლი მუსიკალური ვირტუოზი მის ნიჭს იყენებს იმისათვის, რომ ნამდვილი მშობლები იპოვნოს...
ლეგენდარული შემსრულებელი ჯუდი გარლენდი 1968 წლის ზამთარში ჩამოდის ლონდონში, კონცერტების ჩასატარებლად.
მოვლენები ნიუ-იორკის მეოცე საუკუნეში ვითარდება, ლილი ბარტი ცხოვრების მეგზურად მდიდარ სასიძოს ირჩევს, მაშინ, როცა ნამდვილ გრძნობას აიგნორებს და კარგავს შანსს, იყოს ბედნიერი.
ქალი, კაცი, ზაფხული პარიზში, ვნება, გაყრა, შერიგება - ეს სასიყვარულო ისტორიაა.
ცივი ომის მძვინვარებისას, ერთი ჯარისკაცი აკრძალულ სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის მამაც მფრინავ-გამანადგურებელსა და მის მეგობარ ქალთან, და ეს ხდება საბჭოთა საჰაერო ძალების ბაზაზე სახიფათო ვითარებაში.
ორი განსხვავებული შეხედულების და ამავდროულად განსხვავებული სქესის ადამიანები, ერთმანეთს სრულიად მოულოდნელად შეხვდება და ორივე გადაწყვეტს დაუმტკიცოს საკუთარი შეხედულებების სისწორე ერთმანეთს.
მამაკაცი დადებს ნიძლავს რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს შეაყვარებს თავს, მაგრამ მას არ გაუმართლებს, რადგან ამოირჩევს ქალს, რომელიც ჟურნალისტია და ახალ სტატიაზე მუშაობს
ორი 9 წლის გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. ხასიათებით კი ამანდა ცელქი და მოუსვენარი გოგონაა, ელისა კი წყნარი და გაწონასწორებული, ერთი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაიზარდა, მეორე კი მდიდარ მამასთან. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
საუკეთესო დაქალების მეგობრობამ უნდა გაიაროს გამოცდა, როცა ერთი ძლიერ დაავადდება, ხოლო მეორე ფეხმძიმედაა.
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან. მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა.
ხელისუფლების წარმომადგენელი სან-ფრანცისკოდან პატარა სასტუმროს შეიძენს ახალ ზელანდიაში, მიატოვებს ქალაქურ ცხოვრებას და ამ უძრავ ქონებას ერთი სიმპატიური მამაკაცის დახმარებით სრულიად ახალ სახეს მისცემს.
გერმანია, იენა, 1944 წელი. თეთრკანიანი გერმანელი დედისა და შავკანიანი აფრიკელი მამის 15 წლის ქალიშვილი „ახალგაზრდა ჰიტლერელების“ წევრს, ლუდს, შეხვდება, რომლის მამაც ცნობილი ნაცისტი სამხედროა. სწრაფად ცვალებად მსოფლიოში მათი კავშირი ნაკლებსავარაუდოდ გამოიყურება.
ცნობილი სცენარისტი და რეჟისორი საშინელ ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც მხედველობას კარგავს. ის ვეღარ შეძლებს ფილმების გადაღებას. მას ტოვებს შეყვარებული ქალი, რომელიც მისი ცხოვრების აზრი იყო. მხედველობასთან ერთად ყველაფერს კარგავს.
მოზარდ ბიჭს სინდისი აწუხებს, იმის გამო , რომ მისმა ოინმა მეგობრის უფროსი ძმის სიცოცხლე შეიწირა.
დედოფალ ვიქტორიას მმართველობის პირველი წლების ეკრანიზაცია და მისი რომანი პრინც ალბერტთან.
როდესაც გოგონა გაიგებს სკოლაში გავრცელებულ ჭორს, რომ მან ქალწულობა დაკარგა, ის გადაწყვიტავს ეს მითქმა-მოთქმა თავისი სასარგებლოდ გამოიყენოს.