ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და თითქმის სულ ერთად ატარებენ დროს, მაგრამ ვერ ხვდებიან რომ ამასობაში ერთმანეთი უყვართ და ამას მხოლოდ სხვები ამჩნევენ.
ნიუ-იორკელი მემანქანე ტეს მაკ-გილი თავბრუდამხვევ კარიერაზე ოცნებობს. მაგრამ წარმატების მიღწევისთვის მას ჩაცმის, დავარცხნისა და ურთიერთობის კულტურა არ ჰყოფნის.
ფილმის სიუჟეტი გვიჩვენებს მკვლელობას, რომელიც ვნების საფუძველზე მოხდა. ცნობილი კინორეჟისორის ახალგაზრდა საყვარელი კლავს მეტოქეს.
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ ავსტრალიაში ვითარდება. ინგლისელი არისტოკრატი ქალი,რომელიც მემკვიდრეობით რანჩოს მიიღებს, ერთერთ ადგილობრივ ფერმერს მისი საკუთრების დასაცავად დაიქირავებს. ფერმერი ქალს ნახირის გადაყვანაში უნდა დაეხმაროს და სწორედ ამ დროს, ისინი იაპონელების მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვებიან.
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს.
ბედის მაძიებელი ჰოლი გოლაიტლი მოიხიბლა მწერალი პოლ ვაჟაკით, რომელიც მდიდარი ქალის ხარჯზე ცხოვრობს. პოლს და ჰოლის შორის რომანი გაჩაღდება და ამ დროს გამოჩნდება დოკ გოლაითლი, რომელიც ჰოლის წარსულს ამჟღავნებს.
პოეტი, რომელსაც ულამაზესი კურტიზანი ქალი უყვარს,რაშიც ეჭვიანი ჰერცოგი უწევს პაექრობას.
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება,რომ მკვლელობის მოწმე გახდა.თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ინგლისელ ბიჭზე, რომელიც დაუპირისპირდება თავის საიდუმლოებით მოძულ ბიძაშვილს. მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდება...
კჰანი არის წარმოშობით ინდოელი და სარწმუნოებით მუსულმანი. ის საშინელი სინდრომით იტანჯება მაგრამ მას ჰყავს საცოლე რომელიც ძალიან უყვარს. ყველაფერი კი 2001 წელს 11 სექტემბერს შეიცვლება.
მდიდარი ბიჭი, ტრაგიკული შემთხვევის შედეგათ ეტლს მიეჯაჭვება და გადაადგილებას მის გარეშე ვერ ახერხებს. ამიტომაც ის დაიქირავებს ახალგაზრდა გოგოს მომვლელად, რომელიც შემდეგ მას შეუყვარდება.
ის უფროსკლასელია და მას საიმონი ჰქვია, ის ჰომოსექსუალია და ამას მალავს, მაგრამ ერთ დღესაც მისი მიმოწერა ანონიმურ შეყვარებულთან უცხო პირის ხელში აღმოჩნდება და სწორედ აქედან დაიწყება მისი პრობლემები
75 წლის ქვრივს ნათესავები კომპიუტერს ჩუქნიან. იგი გადაწყვეტს ონლაინ გაიცნოს ვინმე, საკუთარ პირად ინფორმაციას კი ცოტა შეალამაზებს. იგი შეძლებს მოხიბლოს მიმზიდველი ქალბატონი, მაგრამ როგორ უნდა აარიდოს თავი პირად შეხვედრას?
ჯერი შეფერდი იძულებულია არქტიკული ექსპედიცია მიატოვოს მოსალოდნელი ქარბუქის გამო.ის ექსპედიციაში მონაწილე ძაღლებს ადგილზე დატოვებს,რადგან ჰგონია, რომ უკან დაბრუნდება მათ წასაყვანად. სამწუხაროდ ექსპედიცია შეწყდება და ძაღლები ბუნებასთან მარტოდმარტო რჩებიან.
ბეთჰოვენი უკან ბრუნდება. ის ხვდება მისის, პრობლემა ისაა რომ მისის პატრონი რეჯინა, ლეკვებისს გაყიდვას აპირებს. უკვე ბეთჰოვენზე და ნიუტონის ბავშვებზეა დამოკიდებული ყველაფრის შეცვლა.
ის სმენა დაქვეითებულია და არც ლაპარაკი შეუძლია. ის ამ ნაკლის გამოს გასაიდუმლოებულ ადგილას მუშაობს, სადაც უცნაური ადამიანის ტანის ფორმის არსება ჰყავთ დატყვევებული. მას ეს არსება შეუყვარდება და მის გადასარჩენად, ის ყველაფერს გვერძე გადადებს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი წყვილის სიყვარულზე, სადაც ქალი იგებს რომ მისი საყვარელი მამაკაცი ორმაგ თამაშს თამაშობს და ერთდროულად სხვა ქალთანაც ერთობა. ეს ყველაფერი ქალზე საშინლად იმოქმედებს და სიგიჟის ზღვრამდეც კი მივა.
ჯოსიმ, ჩიკაგოს „სან ტაიმსი“-ს ბავშვისსახიანმა თანამშრომელმა, სტუდენტად უნდა გაასაღოს თავი მის ყოფილ სკოლაში, რათა გამოიკვლიოს თინეიჯერთა კულტურა. მისი ძმის დახმარებით იგი კამპუსის ყველაზე პოპულარულ წრეში აღწევს. თუმცა ყველაფერს აფუჭებს ის, რომ მისი ინგლისური მასწავლებელი შეუყვარდება.
ეს ფილმი არის ანგელოზისა და მოკვდავი ქალის სიყვარულის ამბავზე. ქალმა არჩევანი უნდა გაკეთდეს ზეციურ მოვალეობასა და მიწიერ გრძნობებს შორის.
ლენი და ამანდა ზრუნავენ ნაშვილებ მაქსზე, რომელიც ძალიან ჭკვიანი მოზარდია. ლენი გადაწყვეტს მოძებნოს მაქსის ნამდვილი მშობლები, რადგან თვლის რომ ისინიც ძალიან კარგები უნდა იყვნენ. თუმცა მას მოლოდინი უცრუვდება, როცა იპოვის ლინდას, მაქსის დედას, რომელიც პორნო ვარსკვლავია.
პაპარაც სინზუოკა მიაკონოიოს უყარს მისი ჰონორარების წაგება და ვალების აღება. ადრე ის ჟურნალში მუშაობდა . ახლა კი თავისუფალია და დამწყებ ჟუნრალისტთან ერთად შემთხვევით სენსაციის მომსწრე გახდება.
მაკ მაკკიუსეკმა დატოვა ნარკობიზნესი, ამგრამ ნარკობიზნესს არ უნდა მისი დატოვება. მას ეძებენ როგორც პოლიციელები, ასევე ნარკობარონები.
ლანა ჯინის წარმოსახვაში არსებული სასიყვარულო ცხოვრება რეალობად იქცევა, როდესაც მისი პირადი სასიყვარულო წერილები, რომლებსაც იგი იმ ბიჭებს წერდა, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია, გასაჯაროვდება...
ეს არის თორმეტი წლის ორი მოზარდის ისტორია, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და გაიპარებიან.მათ ძიებაში სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. სწორედ ამ დროს, კუნძულზე უძლიერესი ქარიშხალი ამოვარდება.
სკოლის მოსწავლე, 13 წლის ფრანგ გოგონას, სახელად ვიკის შეუყვარდება თავისი თანაკლასელი. ცეკვები, წვეულებები, პირველი კოცნა, შეხვედრები და განოშრებები, ჩხუბები და შერიგებები. მშობლების ცხოვრებაში კი ასევე უამრავი თავგადასავალია, და არა მარტო საკუთარი ქალიშვილის გამო.
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე -ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება.
ორი საუკეთესო მეგობარი გადაწყვეტს რომ დიდი ფული იშოვოს და ამისთვის ისინი პორნოგრაფიული ფილმის გადაღებას დაიწყებენ. მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ ერთმანეთის მიმართ რაღაც გრძნობა აქვთ.
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ.