საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. მოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს.
ზამუნდას ტახტის მემკვიდრე პრინცი ტროპიკულ სამოთხეში ცხოვრობს და მომავალი დედოფლის საძიებლად ამერიკაში,ნიუ-იორკში მიემგზავრება. ერთგული მეგობრისა და მსახურის დახმარებით, ის ჩვეულებრივი ამერიკელების ყოფაში ერთვება და პაემნებზე სიარულს იწყებს.
GEO
ENG
RUS
როგორ დაკარგო მეგობრები და აიძულო ყველა ვერ გიტანდნენ
ბრიტანელი მწერალი ნიუ-იორკში მუშაობს და ცდილობს ელიტარული ჟურნალის სამსახურის გარემოს მოერგოს. ფილმი გადაღებულია ტობი იანგის მემუარების მიხედვით "როგორ დაკარგო მეგობრები და აიძულო ყველა ვერ გიტანდნენ".
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
არქეოლოგი 1000 წლიდან მომავალში აღმოაჩენს ჩვენს დროში დაწერილ რომანტიკულ ნოველას. ცნობისმოყვარე კაცი მოგზაურობს უკან "სიყვარულის" საპოვნელად. მოქმედება ხდება ნიუ-ორლეანში.
დუბლინელი გიტარისტი,მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა.
ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ.
ახალგაზრდა გოგონა გადაწყვეტს რომ სამუშაოდ წავიდეს ბანაკში, სადაც მხოლოდ მდიდარი ადამიანების შვილები არიან. იქ კი მას ბევრი შიში დაძლევა მოუწევს, რათა საკუთარი ოცნება აისრულოს.
სიუზანი, რომელიც ადვოკატია და რატომღაც ბევრი საქმე აქვს აღებული, გასამრჯელოს არ იღებს ამ საქმეებიდან. მაგრამ ის აიღებს საქმეს, საიდანაც დიდი ფულის შოვნის შანსი ეძლევა.
მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. რაც ყველაზე სამწუხაროა მთთვის, ეს არის ის რომ მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში.
სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო, მაგრამ რეალურ ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ, სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.
ფრანსუა ჯაშუშური რომანების ავტორია, რომელმაც უკვე 42 რომანი დაწერა საიდუმლო აგენტ ბობ სენტ-კლერზე. ის მუდამ საბეჭდ მანქანასთან ზის და მუშაობს რის გამოც ცოლმაც კი მიატოვა.
პუტკუნა თინეიჯერი და მისი საუკეთესო მეგობარი პენი ერთ-ერთი შოუს ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს. მაგრამ ამბერი და დედამისი არ ნებდებიან და ეს ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება.
წარმატებული ბიზნესმენი ტედი ასისტენტად აიყვანს ახალგაზრდა კლერკს, რომელიც ნიუ-იორკში უკეთესი ცხოვრების ასაწყობად ჩამოვიდა. მალე ტედს უგონოდ შეუყვარდება ჯეიმის საცოლე მელისა.
რუშონი უკვე მზადაა თავის მეგობარ გოგოსთან შემდეგი ნაბიჯი გადადგას და ურთიერთობა სხვა დონეზე აიყვანოს. მაგრამ როდესაც ის პაემანზე უთანხმდება ნიკის, გოგო ორმაგ პაემანს სთხოვს და რუშონი იძულებულია მეგობართან ერთად წავიდეს.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება.
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის - აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან.