1978-1979 წლებში უაზის მაცხოვრებლები მუდმივად განიცდიან შფოთვასა და შიშს: ქუჩებში დაწრწის სასტიკი მანიაკი, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ესხმის თავს.
დეტექტივი იწყებს მამის სიკვდილის გამოძიებას და მიემგზავრება შორეულ ტროპიკულ კუნძულზე, სადაც გაიგებს, რომ ის იყო მკვლელთა ჯგუფის ლიდერი...
დაქირავებული ჯარისკაცი იღებს იღებს დავალებას რომ დაიცვას თვითმფრინავის ბორტზე მყოფი დამნაშავე, რომლის მოკვლაც ბორტზე მყოფი ადამიანების უმეტესობას უნდა.
ფილმი გვიამბობს დედოფალის შესახებ, რომელიც სასოწარკვეთილი ეძებს ბედნიერებას სიყვარულში, გადაწყვეტს გადადგას გაბედული ნაბიჯი: ის მიდის ძლიერ და საშინელ ჯადოქართან რუხ ელისისთან დაკარგულ მიწებში, რათა იგი მაქციად გადაქცევის ჯადოსნური უნარით დააჯილდოვოს.
გამოცდილი და ნიჭიერი დეტექტივი იძიებს ერთ-ერთი ძლიერი ოჯახის უფროსის სიკვდილს, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა და მკვლელს ვერავინ პოულობს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მის ყველაზე ბნელ ადგილებსაც კი ნათელს ჰფენს. ახალგაზრდა ბიჭის დაუნდობელი მოვაჭრეებისგან გადარჩენის შემდეგ, ფედერალური აგენტი გაიგებს, რომ გადარჩენილი ბიჭის და ჯერ კიდევ ტყვეობაშია და გადაწყვეტს მის გადასარჩენად სახიფათო მისიის შესრულებას.
ოჯახის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ახალგაზრდა გოგონა ჩინეთიდან ნიუ-იორკში ჩადის კონტრაბანდისტის დახმარებით, რომელიც ცნობილია როგორც გველთავა, სადაც ის ადამიანების კონტრაბანდის საერთაშორისო კრიმინალურ ქსელში მოხვდება. მაგრამ გოგონა დანაშაულებრივი ოჯახის მატრიარქის კეთილგანწყობის მოპოვებას ახერხებს და სწრაფად მიიწევს წოდებების საფეხურზე, თუმცა წარმატება - არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იგი ჩავიდა ამერიკაში. ახლა მთავარმა გმირმა არჩევანი მის პირადი წარმატებას და ოჯახს შორის უნდა გააკეთოს.
სიუ იწყებს ბრძოლას, რათა გადაარჩინოს თავისი ოჯახის ბარი, რომელიც დაშლის პირას არის მისი მამის უგულებელყოფის გამო. როდესაც ლამაზი დრიფტერი ჩამოდის ქალაქში, იგი ხედავს მას, როგორც მის ერთადერთ შანსს, რათა თავიდან აიცილოს თავისი ბიზნესის დაუნდობელი მაგნატის ხელში ჩავარდნა. თუმცა, მის გეგმას მივყავართ ქურდობამდე და უკანონობამდე სასიკვდილო შედეგებით...
ლინა, იშვიათი ჰორმონალური აშლილობით - ჰიპოპიტუიტარიზმით დაავდებული ქალია, რომელმაც შეაფერხა მისი სხეულის ზრდა და შეუნარჩუნა მას ბავშვური პროპორციები, ესტონეთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გარბის და მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის თავს მდიდარი წყვილის რიჩარდ და ქეთი მაუეროვების დაკარგულ ქალიშვილად ესთერად ასაღებს.
ვეტმფრენი, რომელსაც დამნაშავე გადაჰყავს და 3 ადამიანი იმყოფება: პოლიციელი, კრიმინალი და პილოტი, მალე ჩამოვარდნის პირას აღმოჩნდება, რადგან ყველაფერი მოულოდნელი სცენარით წარიმართება.
ციხიდან გათავისუფლებული ახალგაზრდა ყოფილი პატიმარს, ასევე პატიმარი რეი ჩაილდერსი ავალებს თავისი გაუცხოებული ქალიშვილი ევას მოძებნას. ამისთვის დივოს მოუწევს შტატის საზღვრის გადაკვეთა, რაც არღვევს მის პირობით გათავისუფლებას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მისი კვლავ დაპატიმრება.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვენეციაში, პუარო, რომელიც ახლა პენსიაზეა გასული, უხალისოდ ესწრება სეანსს. მაგრამ როდესაც ერთ-ერთი სტუმარს მოკლულს იპოვიან, ყოფილი დეტექტივი კიდევ ერთხელ ერთვება გამოძიებაში.
ყოფილი მსჯავრდებული ცდილობს გააგრძელოს თავისი ცხოვრება მისისიპში, რომელსაც მისი მამა მიტჩელი ეხმარება. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა მის ცხოვრებაში მაბენი შემოდის. ქალაქში შურისძიებითა და ბრაზით გაჯერებული ქაოსი სუფევს.
ტექნიკური მილიარდერი მასპინძლობს მაღალი ფსონების პოკერის თამაშს მეგობრებს შორის, საღამო კი მოულოდნელად თავდაყირა დგება, მას შემდეგ რაც დიდი საიდუმლოებები გამჟღავნდება.
კრეივენს ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს თავის დაუნდობელ მამასთან, რაც უბიძგება მას, გახდეს ყველაზე საშიში მონადირე მსოფლიოში.
სულის თანამოაზრეები ერიკი და შელი სასტიკად მოკლეს. შელის გადარჩენის შანსი რომ მიეცეს, ერიკმა უნდა გასწიროს თავი და გაიაროს ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროები, შურისძიების მიზნით.
არტურ ფლეკი ელოდება სასამართლო პროცესს მისი ჯოკერის დანაშაულისთვის. თავის ორმაგ იდენტობასთან ბრძოლისას,ის პოულობს თავის ნამდვილ სიყვარულს.
სასიკვდილო მიწისძვრა კორეის დედაქალაქს უკანონობის ტერიტორიად აქცევს, სადაც უბრალო გადარჩენა ფუფუნებად გადაიქცევა, ერთგულება არ არის მუდმივი, ხოლო ადამიანის ნებისყოფა გამოიცდება ბუნების უმძიმეს პირობებში.
მკვლელი მოულოდნელად იგებს რომ რამდენიმე თვეში მოკვდება, ამ დარჩენილი სიცოცხლის საინტერესოდ გატარებისთვის კი ის საკუთარი თავისთვის მკვლელებს დაიქირავებს.
სასიკვდილო ვირუსის ეპიდემიამ, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში წარმოიშვა, სრულიად გაანადგურა შეერთებული შტატები და ჩრდილოეთ კორეა. მთავარი გმირი კარტერი სასიკვდილო პანდემიიდან ორი თვის შემდეგ მოტელში იღვიძებს, რომელსაც არაფერი ახსოვს თავისი წარსული ცხოვრების შესახებ.
ნარკოტიკების გაყიდვის აპის გამოძიებისას, დეტექტივი მა სეოკ-დუ და მისი გუნდი მოულოდნელად აღმოაჩენენ კავშირს ფილიპინებში მოკლულ აპის ძებნილ დეველოპერსა და მსხვილ არალეგალურ ონლაინ აზარტულ ორგანიზაციას შორის.
ყოფილი კაპიტანი კოროფციაშია გარეული, მაგრამ ეს ასე მარტივადაც არაა, სწორედ ამიტომ ორმა პოლიციელმა უნდა გაარკვიოს ყველაფერი ამის შესახებ.
მწერალი, რომლის მიერ დაწერილი ნოველის სიუჟეტი რეალურად ემსგავსება სახიფათო მიწისქვეშა სინდიკატის საქმიანობას. ჯაშუშებით სავსე სამყარო, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ.
ნიკ ბუნი - დაქირავებული მკვლელია, რომელიც დაუნდობელი სინდიკატის აღმსრულებელის სახით თავისი ცხოვრების გამოსყიდვას ცდილობს.
ისტორია პოლიციის დეტექტივის, ბობ ჰაიტაუერის შესახებ, რომელიც გაიგებს, რომ მისი ყოფილი ცოლი მოკლულია, ხოლო ქალიშვილი სატანისტების კულტმა მოიტაცა.
დეტექტივი მა სეოკ-დუს სახიფათო თავგადასავალი გრძელდება - მას შემდეგ, რაც ის ქალაქ გიმჩჰონის პოლიციის განყოფილებას დატოვებს და შეუერთდება დანაშაულთან ბრძოლის რეგიონულ საგამოძიებო ჯგუფს, რათა დაუპირისპირდეს ახალ კრიმინალურ შეთქმულებას და გაანდგუროს იაპონელი განგსტერები, რომლებიც კორეაში ჩადიან საზარელი დანაშაულების ჩასადენად.
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს. სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს. ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს, რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს...