დაცვის თანამშრომელი ქალს ბრაზის შეკავების სერიოზული პრობლემა აქვს, რასაც ელექტროდებიანი ჟილეტის საშუალებით აკონტროლებს, რომ კვლავ ნორმალურ მდგომარეობაში დაუბრუნდეს, თუკი თავის თავს მკვლელობისკენ მიდრეკილებაში შენიშნავს.
კოლეჯში გაბატონებულს მამაკაცთა მმართველობას წინ აღუდგება 3 გაბედული გოგონა, რომლებიც ცდილობენ თანაკურსელები დეპრესიისგან გადაარჩინონ...
მდიდარი მამის კომპანიაში ინკოგნიტოდ მომუშავე, ძალიან გათამამებულ ტეტოს შეუყვარდება პაულა და მას მოატყუებს, რომ ღარიბ ოჯახშია გაზრდილი.
ტაქსისტი გამოძახებაზე მივა, იქ კი დახვდება კაცი რომელიც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი პოლიციელია. ტაქსისტი იძულებულია დაემორჩილოს პოლიციელს და მიეხმაროს საიდუმლო გამოძიებაში, რომელიც მიზნად დამნაშავეების დაკავებას ისახავს.
ზღარბი სონიკი შემთხვევით თავის პლანეტიდან დედამიწაზე ხვდება. აქ კი მას ძალიან ცუდი ადამიანები შეხვდებიან, რომლებსაც მისი და მისი დედამიწელი მეგობრის დაჭერა სურთ.
მას სულ რაღაც მხოლოდ 1000 სიტყვა დარჩა იმის გასარკვევად, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია.
30 წლის ჯული იძულებულია აღიაროს, რომ მას ჯერ არაფერი გაუკეთებია ცხოვრებაში და ნაკლებად სავარაუდოა რამე შეიცვალოს უახლოს მომავალში.
13 წლის ადამი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ გარდაცვალებას, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს
თანამედროვე გაცნობის ხერხების ბნელი მხარე. ახალგაზრდა ქალი ცდილობს გადაურჩეს მისი ახალი მეგობარი მამაკაცის უჩვეულო მადას.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდება, ორგანიზაცია სახელად კინგსმენი, რომელტა მტავარი მიზაინია წინააღმდეგობა გაუწიონ ძალას, რომელტა მიზანიცაა უამრავი ადამიანის დაღუპვა.
ამბავი მოზარდ გოგონა რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ.
ეს არის ანიმაციური შავი კომედია, რომელიც მარტო მდგომი იდუმალი სახლის და მისი ბინადრების შესახებ სამ სხვადასხვა სიურეალისტურ ამბავს მოგვითხრობს.
ბავშვები, ბაბუის მიერ დატოვებულ სახლში აღმოაჩნენე უცნაურ მოწყობილობებს, რომელთა გამოყენებაც არ ციციან. მაგრამ მალე ქალაქში ჩნდებიან მოჩვენებები, რომელთა მოსაცილებლად ბავშვებმა ეს მოწყობილობები უნდა გამოიყენონ.
გაკოტრების შემდეგ აპულიელი მეწარმე, გაემგზავრება აფრიკაში, რათა გაერიდოს კრედიტორებს. ის სამუშაოს პოულობს ტურისტულ კურორტზე სადაც ხვდება იჯაბას ოფიციანტს, რომელსაც ძველი იტალიური ნეორეალისტური ფილმები უყვარს.
ჯოდი, რომელიც სკოლაში ყველაზე მაღალ გოგონაა, ამის გამო კი ის ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს. წლების მანძილზე მოხრილი დადიოდა, დაცინვის ობიექტიც იყო. და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ არ შეემჩნიათ. თუმცა, წლები გავიდა და ჯოდიმაც საბოლოოდ თავის თავში რწმენა იპოვნა.
ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გოგონა, დები არიან მაგრამ მამა არასდროს უნახავთ. ერთ დღესაც გამოჩნდება მათი მამა და გადაწყვეტს შვილებთან ერთად საუკუნის ძარცვა განახორციელოს.
ორი თამაშის შემქმნელი, ებრძვის ერთამენთს პირველობისთვის, მაგრამ მალე ისინი იძულებულები ხდებიან ითანამშრომლონ.
ალბათ ბევრს გაუხარდება, როცა გაიგებს რომ მომავალ წელს გამოვა დედპულის მეორე სერია...
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რომ თავიანთ სამ შვილს მოუწყონ ისეთი დღე, რომლის განმავლობაშიც ბავშვები შეადგენენ წესებს.
ორი განსხვავებული იდეალების მქონე საუკეთესო მეგობარი გადაწყვეტს რომ შექმნას სილამაზის კომპანია. მაგრამ მათი ურთიერთობა რთული გდილემის წინაშე აღმოჩნდება.
ბავშვობის მეგობრების ისტორია. ისინი რვა წლის ასაკიდან მეგობრობენ, მაგრამ ცხოვრება მათ განშორებას უწყობს.
ისინი წლების წინ ერთმანეთს კარგად იცნობდნენ მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. წლების შემდეგ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, როცა ერთი ჟურნალისტია, მეორე კი ამერიკის პრეზიდენტი.
ზაქარი და მერილი კვლავ ერთად არიან შობას, მათი მთავარი ამოცანაა დააბინავონ პატარა საყვარელი კნუტები.
ადამი ავტომექანიკოსია და ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს. იგი სამ მეგობარს გამოუტყდება, რომ გეია.
მას შემდეგ რაც მთავარი გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დახურვით ემუქრება, იგი გადაწყვეტს გენიალური წვეულების მოწყობას, რათა როგორმე სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს...
ფილმი საკმაოდ სასაცილო გამოდგა, ამას უკვე ბევრი ადამიანი ამბობს. ფილმში გოგო თავის შეყვარებულს ანუ სიძეს აცნობს თავის ოჯახს, მაგრამ გოგოს მამას არ მოწონს ბიჭი და შვილის მითხოვებაზე უარს ეუბნება თუ ის არ შეიცვლება და არ დაჭკვიანდება, ამიტომაც ბიჭი ცდილობს თავი მოაწონოს შეყვარებულის ოჯახს. - სწორედ აქედან იწყება ნამდვილი გართობა და სასაცილო სიტუაციები...
მამაკაცი, რომელიც 10 წელი გადიოდა რეაბილიტაციის კურსებს, მშობლიურ მხარეში ბრუნდება. იქ კი ხვდება დაოჯახებული მისი ძმა, რომლის ცოლიც მასზე დიდი ხნის განმავლობაში შეყვარებული იყო.