პრინც ამლეტს, ყველაზე მეტად მამის მკვლელობისთვის გამო შურისძიება სწყურია და სამეფოს დაბრუნებას გეგმავს, რომელიც კანონიერად მას ეკუთვნის.
სამყაროში აპოკალიფსის შემდგომი პერიოდის მსგავსი სურათია გამეფებული. თვალებახვეული დედა და ორი ბავშვთან ერთად ცდილობს მდინარის გასწვრის გზის გაგნებას.
18 წლის ახალგაზრდების სიყვარულის ისტორია, რომელსაც ბევრი დაბრკოლება და პრობლემა ელის წინ.
ახალგაზრდა ამბიციური მეცნიერი და ახალგაზრდა ქვრივი გადაწყვეტენ რომ აეროსტატით გაფრინდნენ და მაქსიმალურ სიმაღლკეს მიაღწიონ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და სახიფათო აღმოჩნდება.
30 წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, საზღვაო ძალების მფრინავი ისევ მოწოდების სიმაღლეზეა და მზადაა ნებისმიერი მისიის უმაღლეს დონეზე შესასრულებლად.
მდიდარი ბიზნესმენი ქირაობს ცნობილ კინორეჟისორს, რომლის დახმარებითაც სურს რომ გადაიღოს წარმატებული ფილმი.
მას შემდეგ რაც მის ტომს საფრთხე დაემუქრება, უშიშარი და გაწაფული კომანჩი მეომარი ნარუ საკუთარი ხალხის დასაცავად გაემართება.
დენი, ახალგაზრდა უმიზნო დამწყები მწერალია, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში და სოციალურ ქსელებში არ ჰყავს მეგობრები და რაც ყველაზე ცუდია, არც გამომწერები, რომელიც ინსტაგრამისთვის ინსცენირებს მოგზაურობას პარიზში, იმ იმედით, რომ გააძლიერებს მის გავლენას სოციალურ ქსელებში.
მოვლენები ველურ დასავლეთში ვითარდება და ცოტა ხნის წინ აშენებულ ბერმაში მცხოვრები ახალგაზრდა ოჯახი სასტიკი თავდასხმის ობიექტები გახდება.
ბილი და მისი მეუღლე გაკვირვებულნი აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც მათი უფროსი ქალიშვილი სოფია მაიამიში მდებარე სახლში ჩავა და მათ მის ახალ შეყვარებულს ადანას გააცნობს.
მოვლენები მომავალში ვითარდება, რომელშიც კაცობრიობა თავის სინთეტიკურ გარემოსთან ადაპტირებას სწავლობს.
15 წლის ლი კერძო სკოლიდან გარიცხეს. ამის შემდეგ, კი აპოკალიპსი დაიწყო, რომელმაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი იმსხვერპლა. ბიჭს, რომელსაც გვერდით არც დედა ჰყავს და არც მამა, ერთ რჩევას აძლევენ, რომ ისევ სკოლაში დაბრუნდეს, თუმცა არც წმინდა მარკის სკოლაა უსაფრთხო ადგილი.
პირველი მსოფლიო ომის დროს, გერმანული ჯარი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ისინი ბრიტანელებსა და ფრანგებს მიწისქვეშიდან ებრძვიან. მათ დასამარცხებლად ბრიტანელებმა გვირაბი თიხით სავსე ნიადაგში უნდა გათხარონ, ამისთვის კი ბრიტანელ მაღაროელებს იქირავებენ.
ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად. ტრაგედიით შეძრწუნებული მომხდარის ახსნას ცდილობს და ხვდება რომ ნამდვილი საფრთხე ჯერ კიდევ წინაა.
ავადმყოფი დედის გადასარჩენად, პატარა განერი მისტიური არსების,
ამბავი პროგრესირებადი ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი დედის შესახებ, რომლის მეუღლე საკუთარი გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე მთელი ძალებით ცდილობს თავის ცოლზე იზრუნოს.
ახალგაზრდა მეცნიერი, მაიკლ მორბიუსი სისხლის იშვიათი დაავადებისგან განკურნებას, ძალიან ორიგინალური საშუალებით - ღამურების დახმარებით გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ცოცხალ ვამპირად გადაიქცევა და ნამდვილი ვამპირის წარმოუდგენელ ძალას მიიღებს.
ებრაელი მამაკაცი ცდილობს ყველაფერი მოიმოქმედოს იმისათვის რომ საკონცენტრაციო ბანაკის თავი როგორმე დააღწიოს, ამისთვის კი მოიტყუება რომ სპარსული იცის.
ეს ისტორია მიმიკოს მარსელ მარსოზეა, რომელიც ებრაელ ბიჭ სკაუტებთან და ფრანგულ წინააღმდეგობის გუნდთან მუშაობს, მეორე მსოფლიო ომის დროს ათი ათასობით ობოლის გადასარჩენად.
უელსელი ჟურნალისტი, გარეტ ჯონსი გერმანიის ახალი კანცლერისგან, ადოლფ ჰიტლერისგან წარმატებით იღებს ინტერვიუს, ხოლო შემდეგ ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერის, დეივიდ ლოიდ ჯორჯის მრჩევლის თანამდედობას იკავებს.
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი კლერი და ეიდენი დებენ შეთანხმებას, რომ ისინი კოლეჯში წასვლის წინ ერთმანეთს დაშორდებიან სინანულისა და გატეხილი გულების გარეშე.
მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლთაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ.
ძალიან ბედნიერი წყვილის საქორწილო გეგმები მაშინ იშლება, როდესაც საქმროს ღვიძლის სიმსივნის დიაგნოზს დაუსვამენ.
რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ორი წყვილის შესახებ, რომელთა ცხოვრებაც ერთმა გაუთვალისწინებელმა ამბავმა დააკავშირა.
მას შემდეგ რაც ძალიან ლამაზი და ძლიერი პრინცესა უარს იტყვის მოძალადე სოციოპათის ცოლობაზე, მას გაიტაცებენ და თავისი მამის ციხესიმაგრეში მდებარე იზოლირებულ კოშკში გამოკეტავენ.
ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა იამანი უბედური ადამიანია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ოპტიმისტ და ლამაზ ნეფეს ხვდება.
ვიკი და მელინდა ხელს უწყობენ ცხოვრებას ქრებოდა ქორწინებაში, მოყვარულთა დახმარებით. ყველაფერი იცვლება, როდესაც ადამიანი კვდება მათი ქცევის გამო.
მას შემდეგ რაც სადისტი სერიული მკვლელი იწყებს გოტემში მთავარი პოლიტიკური ფიგურების მკვლელობას, ბეტმენი იძულებულია გამოიძიოს ქალაქის ფარული კორუფცია და ეჭვქვეშ დააყენოს მისი ოჯახის მონაწილეობა.