ოკეანის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადამღები ზისუ გამოივლის ყველანაირ ცხოვრებისეულ სიტუაციას, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, აგრეთვე ცხოვრებისეულ კრიზისსაც, როცა იგი შეეცდება გადაიღოს ფილმი იმ არსების შესახებ, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა.
ისტორია დაქორწინებულ წყვილზე, რომელსაც ერთი ღამე სხვადასხვა ადგილას ყოფნა უწევს, რადგან ქმარი მივლინებაში წავა მის თანამშრომელ ქალთან ერთად, რომელიც მას ძალიან იზიდავს. სანამ ქმარი ცდილობს ცდუნებას შეეწინააღმდეგოს, ცოლი ყოფილ სიყვარულს შეხვდება.
ნიჭიერი და ჭკვიანი ჰევენი ყველაზე უფროსია ხუთი უპოვარი ბავშვიდან, რომლებიც ერთ ქოხმახში ცხოვრობენ და არსებობისთვის იბრძვიან. უგულისყურობასა და შეურაყხყოფას მიჩვეული ჰევენი ერთ ბნელ საიდუმლოს აღმოაჩენს,რომელიც მის ოჯახს ეხება და რომელზედაც მას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ეს ტრაგედია შინაგან სამყაროს უნგრევს, ის კი უნდა ეცადოს ამ ბოროტ და უცნობ სამყაროში როგორმე გზა გაიკვლიოს.
ადვოკატი ქალის ცხოვრება წარმატებულია, როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. მაგრამ მოულოდნელად იგებს, რომ მისი მეუღლე წარსულში საიდუმლო აგენტი იყო და ახლა მძიმე სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. ის თავის ქმარს დახურულ ზესაიდუმლო ტრიბუნალზე დაიცავს, სადაც ბევრად განსხვავებული წესებია.
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში.
ივან ლოქი არის ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს წარმატების მისაღწევად. ხვალინდელი დღე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, კარიერული ზრდის თვალსაზრისით. მაგრამ საღამოს მის ტელეფონზე გაისმის ზარი, რომელიც თავდაყირა აყენებს მთელ მის ცხოვრებას.
ახალგაზრდა მამაკაცი გადადის საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან, ლოს-ანჯელესში თავის ძმასთან. იქ კი თავის ძმის თანაშემწესთან რომანს გააბავს.
დამწყები განგსტერი, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ორ ძალიან ამბიციურ და საშიშ განგსტერთან ერთად. მათთან ერთად კი მას მოუწევს ყაჩაღობაში მიიღოს მონაწილეობა.
სკოლის მასწავლებელი, რომელიც ნარკოტიკის ხშირი მომხმარებელია, ამას მალავს. ერთ დღეს კი მისი საიდუმლოს მისივე მოსწავლე გაიგებს და ამ ყველაფერს საინტერესო გაგრძელება მოყვება.
ახალგაზრდა მამაკაცის ძმა მოუკლეს, მას კი დედა აიძულებს რომ იპოვოს მკვლელი და იძიოს შური მასზე. ეს ყველაფერი კი ძალიან რთულია.
დაუმორჩიელებელი პატრიკი, სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში თავის მეგობრებს აამხედრებს, რათა დაასრულოს ავტორიტეტული მედდის რეჟიმი.
17 წლის გოგონა, კიდევ ერთ მოსაწყენ ზაფხულს ატარებს მშობლებთან ერთად, როდესაც სრულიად შემთხვევით გაიცნობს პროფესიონალ მოცეკვავეს და შეუყვარდება.
კენფიმ მთელი თავისი ბავშვობის წლები აფრიკაში გაატარა მშობლებთან ერთად და ამიტომ მან კარგად იცის წესები თუ როგორ გადარჩეს.
დაობლებული ავტორის ცხოვრების ეტაპები, თუ როგორ ვითარდებოდა ის წლების განმავლობაში და უყალიბდებოდა მას გრძნობები ამ დროის განმავლობაში.
მამაკაცის მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება მას შემდეგ დასრულდება, რაც მისი ვაჟი საიდუმლოებებით მოცულ სიტუაციაში გარდაიცვლება.
ფილმში აღწერილია ძმები დემიენ და ენტონის ცხოვრების ისტორია. ბავშვები ხედავენ წმინდანებს და ესაუბრებიან მათ.მათი გართობა იყო ყუთიში ჯდომა,ისინი უამრავ დროს ატარებდნენ ასე.
5 მეგობარი, ერთად რჩება სხვენში. ერთ დღეს კი ისინი აღმოაჩენენ ახალგაზრდა ქალის სხეულს, რომლის მკვლელობასაც ერთმანეთს აბრალებენ.
მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებული. რაც ყველაზე სამწუხაროა მთთვის, ეს არის ის რომ მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში.
10 წლის გოგონა, რომელიც ძალიან გათამამებული იყო და ინდოეთში ცხოვრობდა, მოულოდნელად მშობლები დაეღუპება. სწორედ ამის გამო, მას აშშ-ში ბიძასთან გზავნიან.
სწრაფი კვების ობიექტი აკავშირებს ერთმანეთთან ორ უჩვეულო, მაგრამ რეალურ ამბავს - პოლიციის ოფიცრების სიყვარულის შესახებ, სწორედ რესტორანში გაიცნობენ ისინი მისტიკურ ფატალურ ქალს.
საზღვაო ფლოტის ყოფლ სამხედრო მოსამსახურეს უკვე ახალი ფუნქცია აქვს, მან უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან.
ჯეკი ძალიან პოპულალური რადიო წამყვანია, მას საოცარი იუორის გრძნობა აქვს და ამიტომაც მსმენელებს ის უყვართ. ერთ დღეს მას ეს ყველაფერი ძალიან დიდი ტრაგედიას დაატეხს თავს.
მამაკაცი უყვება
ამერიკის ერთი პატარა ქალაქის ბაპტისტი მღვდლის ოჯახი გაიგებს, რომ მათი 19 წლის ვაჟი, ჯარედი, ჰომოსექსუალია.
ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ.
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ.
წარმატებული ბიზნესმენი ტედი ასისტენტად აიყვანს ახალგაზრდა კლერკს, რომელიც ნიუ-იორკში უკეთესი ცხოვრების ასაწყობად ჩამოვიდა. მალე ტედს უგონოდ შეუყვარდება ჯეიმის საცოლე მელისა.
პეგი სიუ მიდის სკოლის დამთავრების იუბილეზე. დილას ის იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ წარსულში დაბრუნდა, ის ისევ სკოლაში სწავლობს და თინეიჯერია.