გაუწონასწორებელი ჩერი, სრულიად მოულოდნელად კოლეჯიდან პირდაპირ ერაყის ომში მიდის. როდესაც ის ერაყიდან შინ ბრუნდება, როგორც ომის გმირი, ის იძულებულია არადიაგნოზირებულ პოსტტრავმულ აშლილობას ებრძოლოს და ამის გამო ნარკოდამოკიდებული ხდება.
ცნობილი ქველმოქმედის ცოლი მისსავე სასტუმრო ოთახში მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი კი მისი მისი ნაშვილები ვაჟია, რომელიც ამტკიცებს რომ დანაშაული არ ჩაუდენია.
ბელა სვონი საცხოვრებლად მამასთან ერთ პატარა ქალაქში გადადის. ედვარდ კალენი კი იდუმალი პიროვნება და მისი კლასელია, რომელიც 108 წლის ვამპირი აღმოჩნდება.
ის ძალიან საშიში ადამიანია და ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავს, მაგრამ ის სერიული მკვლელია, რომელიც არავის და არაფრის საფასურად არ ინდობს.
ძალიან შრომისმოყვარე და უემოციო იურისტს, კეიტს სულ რაღაც სამი კვირის ვადა აქვს, რათა შეაფასოს და გაყიდოს დასასვენებული სახლი, რომელშიც მოჩვენება ბუდობს.
სტუდენტი ბიჭი ძალიან დაინტერესებული ერთი ძალიან უცნაური სტუდენტი გოგონათი, ის მთელ თავის დროს და ენერგიას მის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას უთმობს.
ისინი გემით მიდია, მათ უნდა გაიარონ ის ადგილი, სადაც სომალელი მეკობრეები არიან. ეს ფილმი არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, რომელსაც საკმაოდ დრამატული დასასრული აქვს.
ეს არის ადგილი, სადაც ხმა არ ისმის და აქ ცხოვრობს ოჯახი,რომელთა წევრებსაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. მაგრამ ერთ დღეს ხმაურის გამო ისინი სასჯელს მიიღებენ.
1938 წელს, არქეოლოგი ისტორიულად მნიშვნელოვან გათხრებს იწყებს.
ქალს ძალიან უნდა გახსნა საკუთარი რესტორანი, მაგრამ ის მუშაობას იწყებს რეტორანში, სადაც მისი შეფ მზარეული ნამდვილად არაა მისი მოკავშირე. დიდების.
როდესაც ახალგაზრდა ჰერცოგინია მარგარეტი მოულოდნელად მონტენატოს სამეფო ტახტს მიიღებს, ის იძულებულია სასწრაფოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ყველაფერი შესაძლოა ცუდად დამთავრდეს.
ახალგაზრდა ბიჭი, თავის სკოლაში ერთ მეგობართან ერთად ნარკოტიკებს ყიდის. ერთ დღესაც, მისი მეგობარს მოკლავენ, სწორედ ამიტომ ის გადაწყვეტს გამოძიება დაიწყოს და ახალ მეწყვილესაც პოულობს.
ნამდვილ ამბავი ახალგაზრდა დედის სემ ბლუმის შესახებ. მისი სამყარო შოკისმომგვრელი და თითქმის სასიკვდილო უბედური შემთხვევის შემდეგ თავდაყირა დგება.
ახალი წყვილი ურთიერთობის განმსაზღვრელ რთულ პერიოდს გადის, როდესაც ისინი უნებლიედ მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში გაეხვევიან.
ამბავი წყვილზე, რომლებიც იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ როგორმე. თითოეული მათგანი კი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს.
ის ძალიან ლამაზი გოგონაა და უყვარს მზე, მაგრამ ერთ დღესაც ექიმი ეტყვის რომ თუ ის მეორედ მზეს შეხედავს მხედველობვას დაკარგავს. ამიტომ ის მხოლოდ ღამით გამოდის გარეთ, ერთ დღესაც გაიცნობს ბიჭს და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება.
ცოლი დაიღლება თავსი სასტიკი ქმრისგან და ამიტომაც სახლიდან გაიქცევა. ის უერთდება გოგონების ჯგუფს და მიდის ტყეში ლაშქრობაზე. მაგრამ, ეს ლაშქრობა  ნამდვილ კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მათზე ნადირობას ადგილობრივი თავებზე მონადირეები დაიწყებენ.
ფილმი მოგვითხრობს პირველ ადამიანზე, რომელიც მთვარეზე გაემგზავრა. მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე და რისკზე, რომელიც მის მთვარეზე გაგზავნას ახლდა.
ქალაქს ქარიშხალი უახლოვდება და დაწყებულია ხალხი ევაკუაცია, სამწუხაროდ გოგონა მამას ვერ უკავშირდება და ამიტომაც ის მის მოსაძებნად სახლში მიდის. მას სახლში დაჭრილი მამა და ნიანგი დახვდება, რომელიც მის შეჭმას ცდილობს.
ფილმი მოგვითხრობს, რეალურ ისტორიას ტელეწამყვანის ცხოვრების ბოლო თვეების შესახებ, რომელმაც თავი პირდაპირ ეთერში მოიკლა.
ფილმი რომელიც რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამ ჟურნალისტ ქალზე, რომლებსაც თავისი უფროსი სექსუალურად ავიწროვებდა.
მას შემდეგ რაც ტესა იღებს ყველაზე დიდი გადაწყვეტილებას, მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება და ბუნდოვანი ხდება.
ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, მანამსანამ მათი შვილი ცუდად არ გახდა და გულის გადანერგვა არ დასჭირდა. მათ არ ჰქონდათ საკმარისი ფული რათა შვილისთვის გული ეყიდათ და ამიტომაც მამა რისკიან გზას მიმართა შვილის გადასარჩენად.
არდადეგების შემდეგ სახლში დაბრუნებული ბიჭი აღმოაჩენს რომ მისი და და დედა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ეს ფაქტი კი მასზე ძალიან იმოქმედებს.
ფილმში მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ მომავალში ვითარდება და დედამიწაზე ერთ-ერთი უკანასკნელი გადარაჩენილი ადამიანის - მომაკვდავი ნიჭიერი მეცნიერის და გამომგონებელის სახელად ფინჩის შესახებ მოგვითხრობს.
მეცხვარე ძაღლის სახელად პალმის წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც პატრონმა უნებლიედ დატოვა აეროპორტში... ის დაუმეგობრდება ცხრა წლის ნიკოლასს, რომელსაც დედა გარდაეცვალა და იძულებულია პილოტ მამასთან ერთად იცხოვროს, რომელსაც თითქმის არ იცნობს.
ამბავი უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიებელ ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდება, როდესაც ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში მოხვდება.
სამხრეთ სუდანის ომიდან გამოქცეული წყვილი ინგლისში თავშესაფარს მიიღებენ და ცდილობენ ახალი ცხოვრება დაიწყოს თავის შვილებთან ერთად.