იმ მომენტში როცა მას ძალიან შეუყვარდა ქალი, ის უმიზეზოდ დაიჭირეს და ციხეში ამოაყოფინეს თავი. ის იქ გაიცნობს მილიონერს, რომელიც მას გაქცევაში უნდა დაეხმაროს და ამისთვის მილიონერის დაცვა გახდება საჭირო
დევიდ გეილი ადვოკატია, ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გეილი ინტერვიუზე თანხმდება.
უცნობი მოძალადის მიერ სასტიკად გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და მისი ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.
ლოლას ურეკავს შეყვარებული, რომ მას დარჩა 100,000 მეტროში. ეს ფული ბოროტმოქმედის საკუთრებაა. ლოლას აქვს 20 წუთი, რომ ფული დაიბრუნოს, სხვა შემთხვევაში მანი მაღაზიას გაქურდავს.
ეს არის სახლი, სადაც იარაღ ვინჩესტერით მოკლული ადამიანების სულები ცხოვრობენ და მის მფლობენ ქალბატონ ვინჩესტერს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევენ.
მსოფლიოს ყველა ფული - ფილმი მოგვითხრობს დედაზე, რომელსაც შვილს მოსტაცებენ და მის დაბრუნების სანაცვლოდ, ძალიან დიდი რაოდენობის თანხას მოსთხოვენ. დედა კი მზადაა ყველაფერი გააკეთოს შვილის დასაბრუნებლად.
სამწხაროდ ის დაკარგავს ერთადერთ შვილს, რომელსაც უცნობები მოკლავენ, მაგრამ პოლიცია ვერ პოულობს დამნაშავეს. სწორედ ამიტომ ის 3 ბილბორდის დახმარებით, პატარა ქალაქში ნამდვილ საგიჟეთს დაატრიალებს და ამ მეთოდით ცდილობს დამნაშავის პოვნას.
იმისდამიუხედავთ, რომ გოგონა უსინათლოა, მათ ერთმანეთი მაინც ძალიან უყვართ. ისინი გადაწყვეტენ ოპერაციას დათანხმდნენ და რისი წყალობითაც გოგონას თვალი აეხილება, მაგრამ აქედან დაიწყებამათი დიდი  უსიამოვნებები.
ფილმი მოგვითხრობს საშიშ მკვლელზე, რომელიც ცოცხალ ადამიანს არ უნახავს ჯერ. ის ჩუმად იჭერს ქალებს, სასტიკად აწამებს და შემდეგ კლავს. მის დასაჭერად, დეტექტივი ყველაფრისთვის მზადაა და მის ძებნას იწყებს.
ქალმა, ქმარი სასტიკად მოკლა. ამის გამო მან 20 წლიანი სასჯელი მოიხადა და სახლში დაბრუნდა. ეს სახლი არის დაწყევლილი და ის გადაწყვეტს გაიგოს რატომ ხდება საშინელებები ამ სახლში.
ფილმი მოგვითხრობს დეტექტივზე, რომელიც ბრუნდება საკუთარ ბავშობის ადგილას. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ.
ამ ფილმში მოთხრობილია საუდის არაბეთში მომხდარ ამბავზე. უცხოელი ჯარისკაცებისგან შემდგარ რაზმს დაკარგული თვითმფრინავის მოსაძებნად აგზავნიან, რომლის ბორტზეც სამხედროები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ ყველაფერი იცვლება და რთულდება
სამი წყვილი დასვენების დღეებს გრეისფილდში ატარებს კომფორტულ სახლში ტყეში. სახლის მახლობლად მეტეორი ჩამოვარდება, რა თქმა უნდა წყვილები მის სანახავად მიდიან. მალე სხვაგვარი გართობა დაიწყება...
ფილმის მთავარი როლის გმირს დაბადების დღე აქვს, სინამდვილეში ეს მისი სიკვიდილის დღეა. როდესაც ის კვდება, ის ყოველ ჯერზე ახლიდან იღვიძებს და ცდილობს გადაურჩეს სიკვდილს, მაგრამ ეს არ გამოსდის.
მაკ მაკკიუსეკმა დატოვა ნარკობიზნესი, ამგრამ ნარკობიზნესს არ უნდა მისი დატოვება. მას ეძებენ როგორც პოლიციელები, ასევე ნარკობარონები.
პროფესიონალ მკვლელებს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მას მერე რაც ერთმანეთის მოსაკლავად დაიქირავებენ.
ჰენკოკს სახელი ძალიან გატეხილი აქვს, არა და ის სუპერგმირია. ამიტომაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს პიარის ექსპერტი და დაიბრუნოს ძველი დიდება.
მაფიოზი სახელად ჯიმი
დეტექტივ კარლ მიორკს ხელში ჩაუვარდება ოცი წლის წინ მომხდარი მკლვლელობის საქმე. მაშინ, 1994 წელს, პატარა აგარაკზე მოხდა ტყუპი ბავშვების სასტიკი მკვლელობა.
ჰარისონ ფორდი ამერიკელი ექიმის როლს ასრულებს, რომლის ცოლიც, პარიზში ყოფნისას მოულოდნელად გაუჩინარდება. ექიმს, უცნობ მაწანწალასთან ერთად მეუღლის ძებნის პროცესში, ენის ბარიერის, გულგრილი პოლიციელების და ბიუროკრატი ჩინოვნიკების ჩახლართული ქსელის გადალახვა მოუწევს.
საზარელი ამბავი სარაზე, ძლიერ თინეიჯერ გოგონაზე, რომელიც მოუთმენლად ელოდა მე -18 დაბადების დღეს, რათა დესპოტი მამისთვის დაეღწია თავი. მისი სამყარო ნადგურდება, როდესაც მამამისი მას საკუთარი სახლის სარდაფში გამოამწყვდევს.
ახალგაზრდა მამაკაცი ფოსტის დაყაჩაღების გამო ხვდება ციხეში. მას მიუსჯიან 7 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, მას მოუწევს ოცაათწლიანი პატიმრობა და ცალკე საკანში ყოფნა.
ბრიტ რეიდი წვეულებების მოყვარული ლოს-ანჯელესის სახელოვანი მედია მაგნატის შვილი და აბსოლუტურად უაზრო ცხოვრების შენარჩუნებით ბედნიერი ადამიანია, იქამდე სანამ მამამისს გაურკვეველ ვითარებაში არ მოკლავენ, ბრიტს კი მისი დიდი იმპერია დარჩება.
ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში.
ფილმი მოგვითხობს ახალგაზრდა ჩინელ აიტი სპეციალისტზე, რომელსაც კომპანია ჩრდილოეთ აფრიკაში გაგზავნის კონკურსში გასამარჯვებლად, მაგრამ მას გზად ფრანგი ჯაშუში და დაქირავებული მკვლელი, ლაუდერი გადაეღობებიან.
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა.
ახალგაზრდა დამნაშავეთა ჯგუფი, რამდენიმე თავზეხელაღებული ძარცვის შემდეგ, მართმსაჯულებას ახლომდებარე ტყეებში ემალება. ხეტიალის დროს ისინი შემთხვევით მიტოვებულ ქარხანასთან აღმოჩნდებიან.
ნიუ-იორკის პოლიციის ვეტერანის ბეისბოლის ბარათი მოპარულია. ეს მისი უკანასკნელი ძვირფასი ნივთი იყო და ბოლო იმედი, რომ ქალიშვილისთვის ქორწილი გადაეხადა. მისი ნივთის უკან დასაბრუნებლად იგი მის ძველ პარტნიორს სთხოვს დახმარებას.